კენ ვოლკერის კლინიკა

კლინიკა
(0 შეფასება)
ბათუმი, 40 Gogebashvili Street, Batumi, Georgia

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

american-express bank-transfer cash master-card visa
საკუთარი ეზო
პარკინგი

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ ბათუმში, ბაქოს ქუჩის N8-ში (ყოფილი გოგებაშვილის N40) გაიხსნა. კლინიკა აღჭურვილია ამერიკული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით. ცენტრში დასაქმებულნი არიან „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის” სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ადგილობრივი სპეციალისტები: ფიზიკური თერაპევტები, ოკუპაციური თერაპევტი. “კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ აჭარის რეგიონში, ქ. ბათუმში, შეიქმნა USAID-ის მხარდაჭერილი პროექტის "ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში " ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (თსსუ) და კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" (PFID) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (აშშ, ატლანტა) დახმარებით. კლინიკის დირექტორია ირაკლი ნატროშვილი.

2019 წლის იანვრიდან კ. ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა აწვდის სარეაბილიტაციო მომსახურებას აჭარის მოსახლეობას ა/რ მთავრობის შესაბამისი პროგრამების ფარგლებში.

ასევე მიმდინარეობს ჩვენი ახალი სარეაბილიტაციო კლინიკის სამშენებლო სამუშაოები თბილისში, გუდამაყრის 4 ნომერში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ეზოში.კენ ვოლკერის კლინიკის ახალი შენობის გახსნა 2019 წლის ნოემბერში იგეგმება.

შპს „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ხედვაა, იყოს ხარისხიანი სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურების მიღების, სამეცნიერო კვლევისა და ხელსაყრელი პირობების მქონე დაწესებულება, რომელიც მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

შპს „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ მისიაა, პაციენტებში დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება, ასევე მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, სამეცნიერო კვლევისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნითა და ამერიკული ტექნოლოგიის, როგორც მოწინავე ტექნოლოგიის ჩამოტანით, ახალი კადრების აღზრდა და ამ კვალიფიკაციის მქონე ადამიანების შენარჩუნება.

შპს „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიზანია მაღალკვალიფიციური მომსახურება გააუწიოს სხვადასხვა მდგომარეობის მქონე პაციენტებს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ამ დროისთვის კომპანიაზე არ არის არცერთი შეფასება

იყავი პირველი, შეაფასე კომპანია

თეგები