კაი ყმა

სკოლა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ტერევერკოს ქ. 24

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:00-19:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

cash bank-transfer master-card visa

ჩვენი სკოლა 1999 წელს ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა იზა ჩანტლაძემ დააარსა. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ დაწყებითი საფეხური იყო, მოგვიანებით კი სასწავლო პროცესი სამივე საფეხურზე გაგრძელდა. ამჟამად ”კაი ყმა” სასწავლო პროცესის, საგნობრივი მრავალფეროვნების, უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით, მცირეკონტიგენტიანი კლასების, პედაგოგთა მაღალი კვალიფიკაციისა და ბავშვებისთვის სასწავლო-შემოქმედებითი და გასართობი აქტივობების დანერგვის კუთხით სასკოლო სისტემაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოსწავლეების შიდასასკოლო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში, კონფერენცებში, პრეზენტაციებში, კონკურსებსა და კონცერტებში. სკოლაში ფუნქციონირებს წრეები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარების სტიმულირებასა და გამოვლენას. მოქმედებს გახანგძლივებული რეჟიმი და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი. მოსწავლეებს ემსახურება სასადილო ორჯერადი კვებით და ტრანსპორტი.

ჩვენ ვიმყოფებით, საკუთარ, ორსართულიან, უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილ შენობაში, სადაც მოსწავლეებს ყველა პირობა ექნებათ თანამედროვე ტიპის, სრულყოფილი განათლების მისაღებად.

სკოლას აქვს საკუთარი ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან კვანჭიანი, ხოლო მუსიკის ავტორი კომპოზიტორი კახა ცაბაძეა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
01/02/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z