ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი

კლინიკა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ნ. ჯავახიშვილის ქ. 1

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:30-17:30 შაბ: 09:30-17:30 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
ჩაწერა

ჯავრიშვილის კლინიკა არის, შპს თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი, საიდენტიფიკაციო კოდი:211357663
ჩვენი ვებ გვერდია:oftalmij.com
კლინიკა დაფუძნდა 1996 წლის 7 იანვარს. დამფუძნებელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. გიორგი ჯავრიშვილი. 1997 წელს ოფთალმიჯის ბაზაზე, პირველად საქართველოში, დაინერგა თვალის მკურნალობის ისეთი მეთოდები, როგორიცაა თვალის ბადურის დაავადებების მკურნალობა არგონ-ლაზერის გამოყენებით, კატარაქტის ქირურგიის უნაკერო მეთოდი - ფაკოემულსიფიკაცია და რქოვანის 

ამავე წლიდან დაიწყო ოფთალმიჯის ფილიალების ქსელის შექმნა. შემდგომ პერიოდში გაიხსნა ფილიალები ქუთაისში, თელავში, გორში, ცხინვალის რეგიონში, რუსთავში, მარნეულში, გლდანში, ზუგდიდში, გურჯაანში.

კლინიკასა და მის ფილიალებში მუშაობს 21 მაღალკვალიფიციური ოფთალმოლოგი.

2000 წელს შეიქმნა ქვეყანაში ერთადერთი მოძრავი საოპერაციო ბლოკი. მოძრავმა კლინიკამ რამოდენიმეჯერ მოიარა საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონი, კონსულტირებული იქნა 50 000-მდე პაციენტი და გაკეთდა დაახლოებით 10 000 ოპერაცია. ბოლო 3 წელია მოძრავი კლინიკა ემსახურება საჩხერის რაიონის მოსახლეობას.

კლინიკა ოფთალმიჯი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ქველმოქმედებით. სრულიად უფასოდ ათასობით ეკონომიკურად გაჭირვებულმა პაციენტმა მიიღო მაღალი ხარისხის ოფთალმოლოგიური მომსახურეობა. ყოველივე ამის ლოგიკური გაგრძელება იყო 2009 წელს შექმნილი, საქართველოში დღესდღეობით ერთადერთი, როგორც ექიმის, გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდი. ფონდი ყოველწლიურად ასრულებს 100 უმაღლესი კატეგორიის ოფთალმოლოგიურ ოპერაციას მეცნიერებათა აკადემიის და შემოქმედებითი ინტელიგენციის (მხატვრები, მუსიკოსები, ლიტერატორები, მსახიობები) დასახმარებლად.

2009 წელს კლინიკამ დაიწყო სათაო ოფისის მშენებლობა თბილისში, დიღმის სამედიცინო კლასტერში, მიხეილ ჭიაურელის ქ 7. მიწის ფართობია 6000 კვ. მეტრი, შენობის - 2400 კვ. მეტრი. შენობა აშენდა განსაკუთრებული პროექტით. გამოყენებულია მოპირკეთების, სანტექნიკის, თბოიზოლაციის, გათბობა-ვენტილაციის არასტანდარტული მასალები და მოწყობილობები. მომწოდებლები - York, Reinars, Porcelanosa, Willeroy & Bosch. მშენებლობის პერიოდში გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო ISO-სტანდარტის ყველა მოთხოვნა. კლინიკის ბაზაზე დამონტაჟდა ბოლო თაობის ოფთალმოლოგიური აპარატურა ისეთი მწარმოებლების, როგორიცაა Zeiss, Bausch & Lomb, Alcon, Nidek.

კლინიკის ექიმები მუდმივად არიან ჩართული საერთაშორისო ოფთალმოლოგიურ კონფერენციებსა და კონგრესებში.

კლინიკა ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც - წარმოადგენს უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტი”-ს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურის ბაზას. გრძელდება სტუდენტების და რეზიდენტების სწავლების ახალი ფორმების ძიება.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
22/11/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები