ჯიბე ქეშ&ქერი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
ჯიბე ქეშ&ქერი არის, შპს ჯიბე, საიდენტიფიკაციო კოდი: 206335223
კომპანია ჯიბე ქეშ ენდ ქერი დაარსდა 2010 წელს. კომპანიას აქვს 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
დღეს დღეისობით წარმოდგენილია12 მაღაზიით , საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა დიდ ქალაქში.
კომპანიაში 2015 წლის დეკემბერში განხორციელდა უცხოური ინვესტიცია.
უცხოურ ჰოლდინგ ნობელ გრუპში შემავალი კომპანია- „გალმინქტონი“ წარმოადგენს ჯიბე ქეშ ენდ ქერის პარტნიორ ორგანიზაციას, რომელმაც სოლიდური ინვესტიცია განახორციელა კომპანიის გასავითარებლად .
სწორედ ამ თარიღს უკავშირდება კომპანიაში განხორციელებული რებრენდინგი.
საბითუმო #1 „ჯიბე“ ქეშ & ქერი.
რა საქმიანობას ვეწევით?! კომპანია „ჯიბე“ ეწევა საბითუმო ვაჭრობის ისეთ ორგანიზებულ ფორმას, რომელიც ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში მოწინავე ობიექტებად არს მიჩნეული.
Cash & carry გულისხმობს საბითუმო ვაჭრობას, რომლის დროსაც პროდუქციის რეალიზაცია ხდება ; პირდაპირ საბითუმო საწყობიდან. ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით და ბუღალტრული დოკუმენტაციის ადგილზე გაცემის გზით.
ჩვენი საბითუმო ქსელების მომხმარებლები არიან იურიდიული პირები და ინდ. მეწარმეები.
ფიზიკური პირები , ისარგებლებენ საბითუმო ფასებით ერთჯერადად 200 ლარზე შენაძენის ;შემთხვევაში.
ჩვენი უპირატესობები:
- საბითუმო ფასები;
- პროდუქციის შერჩევისა და ყიდვის პროცესის კომფორტულობა ერთ სივრცეში;
- სუფთა და სასიამოვნო გარემო;
- მომსახურების მაღალი ხარისხი;
- პროდუქციის ვარგისიანობის ვადის მკაცრი კონტროლი;
- ბუღალტრული დოკუმენტაციის ადგილზე გაცემა.
კომპანია დღეს დღეისობით აერთიანებს 12 საბითუმო ქსელს. მაღაზიები განლაგებულია საქართველოს მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში:
- ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ. N 5 (ყოფილი „კინო საქართველო“- მიმდებარე ტერიტორია);
- ქ. თბილისი, მეველეს ქ. N20 (ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია);
- ქ. თბილისი, გლდანი, თ.შეშელიძის ქ. N122
- ქ. რუსთავი, თოდრიას ქ. N11;
- ქ. ზუგდიდი, ქუჯის ქ. N1;
- ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. N9;
- ქ. სამტრედია, კ. გამსახურდიას N24;
- ქ. თელავი, აღმაშენებლის გამზირი N14;
- ქ. ახალციხე, თარაშვილის ქ; (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია);
- ქ. გორი, ყიფიანის N27ა; (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია);
- ქ. ზესტაფონი, ჭანტურიას ქ. N42 (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია);
- ქ. ბათუმი, აღმაშენებლის ქ. N13.
ყველაზე იაფად! კომფორტულად! ორგანიზებულად!
პირდაპირ საწყობიდან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით და ბუღალტრული დოკუმენტაციის ადგილზე გაცემის გზით.
ფართო ასორტიმენტი. შეიძინეთ ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი პროდუქტი თქვენი მაღაზიების, კაფეების, რესტორნების, სილამაზის სალონების, ოფისების აფთიაქების, სასტუმროების, საცხობების;თუ სხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებისათვის.
კომპანიის მისია და სამომავლო გეგმები
კომპანიის მისია არის განავითაროს საბითუმო ვაჭრობა მრავალმხრივი მიმართულებით. განავითაროს იმპორტი და შექმნას ყველაზე დაბალი ფასი ადგილობრივ ბაზარზე.
სამომავლო გეგმები არის დამატებით 5 მაღაზიის გახსნა, აქედან 2 თბილისში და 3 რეგიონში.