ინტერბიზნესის აკადემია
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
შპს ინტერბიზნესის აკადემიის მისიაა საზოგადოების ინტერესისა და ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული უმაღლესი და პროფესიული კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, რაც ასევე ითვალისწინებს საქარველოს და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი პროგრამების შექმნასა და განხორციელებას; სწავლისთვის საჭირო პირობებსა და სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა; საგანმანათლებლო სივრცეში ინტერნაციონალიზაციის დანერგვა; სასწავლო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება; სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის და აკადემიური/სასწავლო პერსონალის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა; კვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც ადაპტირებულნი იქნებიან მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.
ა) მისიიდან გამომდინარე აკადემია უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საფეხურზე უზრუნველყოფს:
ა.ა) სწავლისა და სწავლების ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესო იქნება საქართველოში და ხელმისაწვდომი გამორჩეული ახალგაზრდებისთვის; ა.ბ) სტუდენტთათვის თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებების ჩამოუყალიბება, რათა შეძლონ ორიენტირება და ადაპტირება ნებისმიერ გარემოში, მიიღონ მნიშნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოქმედებითად მიუდგნენ გამოწვევებს, რომელსაც სთავაზობს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყარო.
ბ) მისიიდან გამომდინარე აკადემია პროფესიული განათლების მხრივ უზრუნველყოფს: ბ.ა) დაინტერესებული პირებისთვის სათანადო ხარისხის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას.
ბ.ბ) პიროვნების შემოქმედებითი და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, პროფესიულ სტუდენტებში პროფესიული განათლების ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების ფორმირებას.
ბ.გ) შიდა და გარე შრომის ბაზრის დამსაქმებელთა მოთხოვნების ადეკვატური ხარისხის, სათანადო კომპენტენციისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით უზრუნველყოფას, რომლებიც პროფესიული კონკურენტუნარიანობით იქნებიან გამორჩეული.
ბ.დ) თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარებასა და დარგობრივი პროფესიული სტანდარტების სრულყოფაში.