ინტერპრესნიუსი

პრესა
5
(1 შეფასება)
თბილისი, თ. იოსებიძის ქ. 49

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

ინტერპრესნიუსი არის, შპს ახალი ამბები, საიდენტიფიკაციო კოდი:205075014

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე. 

ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. 
ჩვენ ვცდილობთ მოვიპოვოთ ექსკლუზიური ინფორმაცია. 
ჩვენ არ ვამახინჯებთ ფაქტებს. 

სიახლეების გარდა, სააგენტოში მზადდება მომავალი დღის მოვლენების სრული ანონსი, ანალიტიკური მასალები, ინტერვიუ, პრესის ყოველდღიური დაიჯესტი, ტარდება გამოკითხვები და სოციოლოგიური კვლევები. სააგენტოს გააჩნია უნიკალური ფოტოარქივი, რომლის შევსებაზე საუკეთესო ფოტოგრაფები მუშაობენ. 

სააგენტოს ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა მას შემდეგ, რაც შეიქმნა საიტის მობილური ვერსია. ნებისმიერი სმარტფონის ბრაუზერით მისამართზე ipn.ge შესაძლებელია სიახლეების ოპერატიულად წაკითხვა. 
"ინტერპრესნიუსი"-ს მასალები მუდმივად ვრცელდება სოციალური ქსელების - facebook და twitter საშუალებით. 
გარდა ამისა, facebook-ზე შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია - facebook reader- ი, რომელიც მკითხველს აძლევს საშუალებას facebook-ზე ონლაინ რეჟიმში გაეცნოს მიმდინარე ამბებს. ამისათვის საკმარისია დათანხმდეთ აპლიკაციის პირობებს ბმულზე: https://apps.facebook.com/interpressnewsreader

"ინტერპრესნიუსი" უპირობო ლიდერია ქართულ მედიასივრცეში. სააგენტო უკვე 14 წელია მოღვაწეობს და ამ დროის განმავლობაში მკითხველის დიდი ნდობა მოიპოვა. Google Analytics-ის მონაცემებით, სააგენტოს საიტს ყოველდღიურად 45-დან 70 ათასამდე უნიკალური მნახველი ჰყავს.

სააგენტოს მუდმივი ხელმომწერები არიან სახელმწიფო უწყებებები და კერძო ორგანიზაციები, აგრეთვე წამყვანი მედიასაშუალებები. მათ ელექტრონული ფოსტით უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ სააგენტოს ინფორმაცია. 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
19/08/2018
S
Saba Chikviladze
S