აი სი ჯგუფი

სადაზღვევო კომპანია
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი. მოსაშვილის ქ. 24

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

აი სი ჯგუფი არის, შპს სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი, საიდენტიფიკაციო კოდი: 204491344
 

 აი სი ჯგუფი დაფუძნდა 2005 წლის 10 ნოემბერს. დაარსების დღიდან კომპანია წარმატებით ოპერირებს სადაზღვევო ბაზარზე. კონკურენტული გარემოს მიუხედავად, აი სი ჯგუფმა ღირსეული ადგილი დაიკავა საქართველოში მოქმედ წამყვან სადაზღვევო მოთამაშეებს შორის.
 
  აი სი ჯგუფი, მას შემდეგ რაც 2009 წლის მაისში შეიძინა სადაზღვევო კომპანია“ სახალხო დაზღვევა“, ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე გახდა სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე. 
 
  2010-2012 წლებში კომპანია მნიშვნელოვნად იყო დაკავებული საავადმყოფოების შენება-აღჭურვით.  აი სი ჯგუფის მიერ აშენებულ-აღჭურვილი საავადმყოფოები საქართველოს 7 რეგიონშია: ხაშური, ბოლნისი, მესტია, ონი, ამბროლაური, რაჭა-ლეჩხუმი, დმანისი.
 
    2011 წელს კომპანია გადავიდა ახალ სათავო ოფისში და წამოიწყო საცალო და სადისტრიბუციო ქსელის განვითარება. ამჟამად აი სი ჯგუფი მუშაობს რამდენიმე ფინანსურ დაწესებულებასთან ერთად და მისი ფუნქციონირების მეშვეობით არის წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით.  აი სი ჯგუფი უნივერსალური კომპანიაა და ის მომხმარებელს სთავაზობს პრაქტიკულად ყველა სადაზღვევო პროდუქტს.
 
 კომპანია აქტიურადაა ჩართული დაზღვევის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში, როგორც სავაჭრო და სამრეწველო პალატის (საფრანგეთი,საქართველო), ა.ი.პ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და რ.კ. საქართელოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი.
 
  აი სი ჯგუფის ჩაბმამ აგრო დაზღვევის სუბსიდირების კანონპროქტზე მუშაობაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთავრობის მიერ სუბსიდირებული აგრო დაზღვევის საპილოტე პროგრამის გაშვებაში, რომელიც  2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. მასში ჩართული 5 წამყვანი სადაზღვევო კომპანიიდან ერთ-ერთი აი სი ჯგუფია.
 
   2016 წელს  სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფსა და საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმს (ნიდერლანდები) შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც სადაზღვევო კომპანიაში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. ქართული მხარე ფლობს წილის 51%-ს, ხოლო ჰოლანდიური მხარე - 49%-ს. ინვესტიცია სადაზღვევო კომპანიის ზრდისა და განვითარებისკენ იქნება მიმართული. გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა და ახლო მომავალში, აი სი ჯგუფი სადაზღვევო ბაზარზე განახლებული სახით გააგრძელებს ოპერირებას. 
 
   აი სი ჯგუფი მუდმივად იღწვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და ახალგაზრდა, წარმატებაზე ორიენტირებული პერსონალის მოზიდვასა და შენარჩუნებისათვის. აი სი ჯგუფი მუდმივად ამზადებს მის თანამშრომლებს და სთავაზობს დაფინანსებას კვალიფიკაციის ასამაღლებელ საერთაშორისო სემინარებში მონაწილეობაზე. აგრეთვე, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ  უზრუნველყოფს თანამშრომლების სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში.
 
ამჟამად კომპანიაში 100-ზე მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელია, ზოგიერთ მათგანს დაზღვევის სფეროში 20 წლის გამოცდილება აქვს. აი სი ჯგუფი არის საზოგადოებრივად პასუხისმგებელი კომპანია, იგი პატივს სცემს ტრადიციებს და ბიზნეს ეთიკას. 
მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
22/01/2018
S
Saba Chikviladze
S