სასტუმრო კოპალა

სასტუმრო
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა.ჩეხოვის ქუჩა 8/10

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

visa master-card cash prime-card maestro bank-transfer american-express
მინი-ბარი
ბარი
რესტორანი
ბავშვებისთვის მოსახერხებელი
საკონფერენციო დარბაზი
ლანჩმენიუ
ჯაკუზი
სპა
სოლარიუმი
ტერასა
საკუთარი ეზო
დაჯავშნის აუცილებლობა
პარკინგი
Wi-fi

ჩვენ შესახებ

სასტუმრო კოპალა მდებარეობს ქალაქის უძველესი ნაწილის, ძველი თბილისის ცენტრში. იგი გარშემორტყმულია უძველესი ციხესიმაგრეებით და სხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. ძველ თბილისში, სასტუმროსთან ახლოს მრავალი უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელთა გვერდშიც მდებარეობს მეჩეთი და სინაგოგა. აქვე, მეტეხის ხიდის გადაღმა მდებარეობს გოგირდის ტრადიციული ქართული აბანოები.სასტუმროს თითოეული ნომრიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ძველ თბილისზე. მდინარე მტკვარი, რომელიც მიედინება სასტუმროდან ოციოდე მეტრის მოშორებით, ამ ულამაზეს ხედებს რომანტიულ ელფერს და ხეობასთან ჰარმონიულად შერწყმულ სივრცეებს მატებს.

კომპანიის ვებგვერდია www.kopala.ge

რას ნიშნავს სახელი "კოპალა"

კოპალა წინაქრისტიანულ სამეფო ღვთაების სახელია, მისი ძირითადი სამლოცველოები არის ფშავსა და ხევსურეთში, ასევე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში. წარმოდგენით ,,კოპალა” გაღვთისშვილებულ ხორციელად ითვლებოდა. მისთვის მორიგე ღმერთს დაუკისრებია ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე მობინადრე დევ-კერპების განადგურება, რადგანაც ისინი ხალხს აუტანელ მდგომარეობაში აყენებდნენ. კოპალამ დაკისრებულ დავალებას თავი გაართვა, დევები დაამარცხა და ხალხი გაანთავისუფლა.

 

სერვისი

  • სამუშაო მაგიდა
  • მინი ბარი
  • სატელიტური არხები
  • ინტერნეტი სასტუმროს ყველა ნომერში
  • საერთაშორისო ზარი პირდაპირი აკრეფით
  • კონდიციონერი
  • სეიფი ნომრებში
  • ფენი
  • ჩუსტები და ხალათი
  • ბიზნეს საკონფერენციო ცენტრი
  • ნომრებში სადილობის შესაძლებლობა
  • 24 სთ. ადმინისტრაცია
  • 24 სთ. დაცვა
  • ჩვილ ბავშვთა სკამი (მოთხოვნისამებრ)
  • სერვისი მაღვიძარა
  • ერთიანი ვენტილაცია / კონდენცირება
  • აეროპორტში გაცილების მომსახურება
  • აეროპორტში დახვედრა(მოთხოვნისამებრ)
  • კომპიუტერული მომსახურება
  • საჩუქრების მაღაზია
  • ტურების და ექსკურსიების სერვისი

 

ღირსშესანიშნაობები:

0.5 კმ-ში მდებარეობს

  • მეტეხის ტაძარი
  • ნარიყალას ციხე-სიმაგრე
  • ბოტანიკური ბაღი

1 კმ-ში მდებარეობს

  • ქაშვეთის ეკლესია
  • რუსთაველის თეატრი
  • ისტორიის მუზეუმი
  • ოპერისა და ბალეტის თეატრი
  • ქართლის დედის მონუმეტნი

5 კმ-ში მდებარეობს

  • ეთნოგრაფიული მუზეუმი
  • ვაკის პარკი
მეტის ნახვა

მიმოხილვები

საუკეთესო სასტუმრო თბილისში
10/01/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები