სასტუმრო გუდაური რეზორტი

სასტუმრო
5
(1 შეფასება)
თბილისი, გუდაური

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

საინვესტიციო პროექტი „სასტუმრო გუდაური რეზორტი“ არის მრავალფუნქციური სასტუმრო გუდაურში, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს აპარტმენტის ტიპის ნომრებს მაღალი ხარისხის რემონტით, მოპირკეთებულს ევროპული მასალებით და მოწყობილს თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით.
კომპანიას გააჩნია სამშენებლო ბაზარზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. მაღალკვალიფიციური პროფესიონალით დაკომპლექტებული გუნდის მიერ განხორციელებულია არაერთი წარმატებული პროექტი, რომელთა შორის არის გუდაურში 90 ბინიანი დასრულებული საცხოვრებელი სახლი და 135 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი მშენებარე სასტუმრო.

კომპანია გუდაურში ახორციელებს 62 აპრტამენტიანი სასტუმროს მშენებლობას, მოწყობილს თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, სადაც უძრავი ქონების შეძენით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ „სასტუმრო გუდაური რეზორტ“-ის როგორც ბინადარი, ამავდროულად გრძელვადიანი პარტნიორი. სურვილის შემთხვევაში “სასტუმრო გუდაური რეზორტი“ უზრუნველყოფს აპარტამენტის გაქირავებას, რითაც მფლობელს უჩნდება სტაბილური შემოსავლის წყარო.
კომპლექსს გააჩნია ექსკლუზიური მდებარეობა, იგი განთავსებულია რამდენიმე მეტრში როგორც საავტომობილო გზიდან ასევე პირველი სათხილამურო ტრასიდან: Ski-in/Ski-out კონცეფციით პირველ საბაგიროსთან. შენობა მდებარეობს ზღვის დონიდან 2070 მეტრზე და აქვს განსაკუთრებული ხედი კავკასიონის ქედზე.

პროექტის შესახებ:

  • შენობა წარმოადგენს 6 სართულიან მრავალბინიან სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს, რომელსაც გააჩნია, ლობი, რეცეფცია, რესტორანი, თხილამურების შესანახი ოთახი და გარე ავტოსადგომი;
  • შენობა დაპროექტებულია მთავრობის 41-ე დადგენილების შესაბამისად, თანამედროვე სასტუმროს სტანდარტების გათვალისწინებით;
  • შენობა წარმოადგენს რკინა-ბეტონის კარკასულ კონსტრუქციას, მოპირკეთებულს მაღალ ხარისხიანი ენერგო ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული წარმოშობის მასალებით და აღჭურვილი იქნება დაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით;
  • დათბუნებული ფასადი უზრუნველყოფს შენობის ეფექტურ ექსპლუატაციას და კომუნალური დანახარჯების 40%-მდე ეკონომიას;
  • აპარტამენტები ბარდება სრულად გარემონტებული. არენდის კონტრაქტის არსებობის შემთხვევაში აპარტამენტი ჩაბარდება სასტუმროს სტანდარტის შესაბამისად მოწყობილი ავეჯითა და ინვენტარით;

მშენებლობის დასრულდება და პროექტის ჩაბარება: 2019 წლის დეკემბერი.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
08/05/2018
S
Saba Chikviladze
S