ჰოსტნოუდსი

პროგრამული უზრუნველყოფა | პროგრამირება
5
(1 შეფასება)
თბილისი, თბილისი

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

ჩვენი კომპანია “ჰოსტნოუდსი” ბაზარზე ოფიციალურად 2016 წლის 19 აპრილს გამოჩნდა. თუმცა ჩვენს მომსახურებას საფუძველი ჯერ კიდევ წლების წინ ჩაეყარა, როდესაც ვებ-გვერდებსა თუ ვებ-სერვერებს საკუთარი პროექტებისთვის ვიყენებდით, შესაბამისად გვქონდა მრავალმხრივი ურთიერთობა გიგანტ ჰოსტინგ კომპანიებთან და რა თქმა უნდა მათ დადებით თუ უარყოფით მხარეებთან. მომხმარებლების კუთხით გაგვიაზრებია ჰოსტინგის საჭიროებები და ის ნაკლოვანებები, რომლებმაც გვაიძულა თითქმის ყოველი ალტერნატიული კომპანიის შემოთავაზება მოგვესინჯა. ამ ყველაფერთან ერთად დაგროვდა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ხშირად გვაფიქრებს სხვებისთვის მის გაზიარებაზე.

მომხმარებლების კუთხით გაგვიაზრებია ჰოსტინგის საჭიროებები
2009 წელს უცხოურ ბაზარზე ჩნდება მიკრო ჰოსტინგ მომსახურეობა, რომელიც მცირე მასშტაბებით არსებობს და ამბიციების ნაკლებობის გამო ფართო განვითარების გზას არ გადის. თუმცა პროფესიონალიზმი შეუმჩნეველი არ რჩება და 4 წლის შემდეგ სამუშაო არეალი იზრდება, რაც სხვა ჰოსტინგ კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას გულისხმობს, სადაც ასობით მომხმარებლის მომსახურება გვიწევდა. მუშაობის არა ერთმა წელიწადმა კი უკვე ჰოსტინგ კომპანიის საჭიროებებიც ნათლად დაგვანახვა. ამ დროს კი ჩნდება იდეა შევქმნათ მომსახურეობა, რომელიც გამიჯნავს უბრალო მომხმარებლებს მათგან, ვინც რეალურად საქმეს აკეთებს; ვინც განასხვავებს სივრცეში დაკარგულებს, მათგან ვისაც რეალური მიზნები გააჩნია, რათა მათთან ერთად ვაკეთოთ ბიზნესი. ჩვენი პრიორიტეტია მომსახურება იყოს უმაღლესი ხარისხის და ორმხირვი ურთიერთობა საინტერესო და სასიამოვნო. ამიტომაც დაავაარსეთ ბიზნეს ჰოსტინგი – მხოლოდ საქმიანი ადამიანებისთვის.Hostnodes • ჰოსტნოუდსი

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები