გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი

თეატრები
5
(1 შეფასება)
თბილისი, თამარ მეფის ქ. 18

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-20:00 შაბ: 10:00-20:00 კვ: 10:00-20:00

გადახდის ტიპი

cash master-card visa

გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი არის, ააიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი - თბილისის თანამედროვე ბალეტი, საიდენტიფიკაციო კოდი: 402030315
 

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ კონცეფცია და მიზნები

თბილისის თანამედროვე, ახალგაზრდული, ნოვატორული დასი, ერთი მხრივ, შეინარჩუნებს გიორგი ალექსიძის მრავალფეროვან და მდიდარ ქორეოგრაფიულ მემკვიდრეობას, მეორე მხრივ კი, გახდება პლატფორმა ახალგაზრდა ქორეოგრაფებისა და მოცეკვავეებისთვის - სპექტაკლების დადგმა იქცევა ცოცხალ შემოქმედებით პროცესად, ერთგვარ ლაბორატორიად, რომელშიც ჩაერთვებიან კომპოზიტორები, მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები, დრამატურგები, მწერლები, სხვადასხვა თეატრალური ტექნოლოგიის ოსტატები და შექმნიან ქართულ, თანამედროვე ცეკვის თეატრალურ პროდუქციას. ამგვარი დასის არსებობა თანამედროვე დასავლური ხელოვნებისთვის იქნება იმის მაჩვენებელი, რომ საქართველო მდიდარია არა მარტო წარსული საბალეტო ქორეოგრაფიული ტრადიციით, არამედ თანადროულია ევროპაში მიმდინარე პროცესებისა. დასი მიზნად ისახავს აგრეთვე დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო პროექტებს თბილისსა და რეგიონებში. თანამედროვე ბალეტის პროფესიულად დაუფლებისთვის დასის ბაზაზე საქართველოში დაფუძნდება პირველი სასწავლებელი, რომელიც მოდერნ-ბალეტისა და თანამედროვე ცეკვის სხვადასხვა მიმდინარეობასა თუ ტექნიკას დანერგავს და განავითარებს. დაფუძნებისთანავე კამერულ დასში შეიკრიბა მეტად გამოცდილი, საინტერესო და ძლიერი ინდივიდებისგან შემდგარი ადმინისტრაციულ-შემოქმედებითი გუნდი. მოგვიანებით დასში გამოცხადდა მოცეკვავეების მიღება და ბევრ მათგანს თავის წარმოჩენის საშუალება მიეცა. ამ დროისთვის დასის შემადგენლობა ცხრა გამორჩეულად ინდივიდუალური, განსაკუთრებული თვისებების, გარეგნული მონაცემებისა და ტექნიკური შესაძლებლობების მქონე მოცეკვავისგან შედგება. ისინი დასის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძესთან ერთად თბილისის თანამედროვე ბალეტის სახეს წარმოადგენენ. კამერული დასის - „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ძირითად იდეას წარმოადგენს ქორეოგრაფიაში თავისუფალი აზროვნების დამკვიდრება, ხელოვნებაში სუფთა ფორმების ძიება და ტრადიციების შენარჩუნებით მუდმივი განვითარების პროცესისაკენ სწრაფვა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

******
26/02/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები