ჯეოტურანი

სამშენებლო მასალები | სარემონტო საშუალებები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. 132

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-21:00 შაბ: 10:00-21:00 კვ: 10:00-21:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ჯეოტურანი არის, შპს ჯეოტურანი, საიდენტიფიკაციო კოდი:412670499

კომპანია „ჯეოტურანი“ საქართველოს ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ წარმატებით ანხორციელებს თავის საქმიანობას. თურქული კომპანია „ტურან ბორფიტი“-ს პარტნიორობით პირველად დაინერგა პოლიეთილენის მილის პირაპირა აპარატების და ფიტინგების მოხმარება-გამოყენება 40მმ-დან 1200მმ-ის ჩათვლით.

პროფესიონალი სამართველო გუნდით და მოტივირებული პერსონალით, ჯეოტურანმა შესძლო და მიაღწია არნახულ წარმატებას უმოკლეს დროში, ჩვენი კომპანია ახდენს მუდმივ დივერსიფიკაციას რაც გულისხმობს ახალ ბაზარზე, ახალი პროდუქტით შესვლას , არსებული პროდუქციისგან საგრძნობლად განსხვავებულს, როგორც ხარისხით და სიახლით.

ჩვენი კომპანიის ოთხწლიანი საქმიანობა სწორედ იმის დადასტურებაა, რომ შრომისა და მონდომების, ასევე ცოდნასა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირების შედეგად,ნებისმიერი სიძნელეების მიუხედავად, შესაძლებელია გადალახო ყველაფერი, რომელიც ერთი შეხედვით დაუძლეველია.

დღეს დღეობით ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების სახელები მსოფლიო წამყვანი ბრენდების სიაში იწერება, მუდმივი ინოვაციური იდეებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით და პროფესიონალიზმით, სწორედ ეს არის კომპანია ჯეოტურანის წარმატების ფორმულაც.

განვლილ პერიოდში შევქმენით გამართული სამუშაო სისტემა, მოქნილი ქსელი და სასაწყობე ბაზა, რაც საშუალებას გვაძლევს დრის უმოკლეს პერიოდში მომხმარებლამდე მივიტანოთ საუკეთესო მზა პროდუქტი .

არსებული გამოცდილება და შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ ხიდის როლი ევროპასა და აზიას შორის. გავხდეთ შუამავლები უდიდესი გლობალური ტრანსფერის.

ჯეოტურანი ისწრაფის იყოს ლიდერი და სრულიად დააკმაყოფილოს თანამედროვე სტანდარტები და გამოწვევები, რომელიც ბაზარზე მოითხოვს უწყვეტ მოქნილობას და ინოვაციების, მაღალ ხარისხს, კლიენტების მომსახურების გუმჯობესებას , ინდივიდუალურ და კონკრეტულ მიდგომებს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
01/07/2018
S
Saba Chikviladze
S