საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

ასოციაცია | ფედერაცია
5
(1 შეფასება)
თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. 1

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ა(ა)იპ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია (ინგლისურად: Georgian Ecotourism Association, წარსულში - ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ცენტრი) წარმოადგენს რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს. ორგანიზაცია იურიდიულად დარეგისტრირდა 2012 წელს სახელწოდებით: “ეკოლოგიური ტურზიმის განვითარების ცენტრი“. 2013 წლის მარტიდან ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ცენტრი გახდა ეკოტურიზმის საერთაშორისო საზოგადოების TIES - ის (The Ecotourism International Society) სრულუფლებიანი წევრი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ასევე 2013 წლის აპრილიდან „ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების კოლექტიური (სგს)„-ს წევრი. მაისიდან ”საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო”-ში შექმნილი ბუნების ძეგლების შემსწავლელი კომისის წევრი; ხოლო ამავე წლის ივლისიდან ”საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო”-სთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2015 წლის 1 ივლისიდან ორგანიზაციას გადერქვა სახელი და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციად იწოდება. ა(ა)იპ ”საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის” ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ახალი ეკოტურისტული პროდუქტების შექმნის გზით საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ზრუნავს ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე, ისე რომ შეამციროს უარყოფითი გავლენა გარემოზე და სარგებელი მოუტანმოს ქვეყნის რეგიონებში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას. 

ასოციაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ თემებში ეკოლოგიური ტურიზმის პროდუქტის განვითარების და მოსახლეობის თვითაქტივობის ზრდის გზით მათივე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და გარემოს დაცვა, რაც გამოხატულია შემდეგში:

  • ეკოლოგიური ტურიზმის ლობირება სახელმწიფო დონეზე და საზოგადოებაში.
  • ეკოლოგიური ტურიზმის, როგორც გარემოსთვის უსაფრთხო ტურიზმის მიმართულების პოპულარიზაცია და დანერგვა.
  • მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი კანონმდებლობის ლობირება.
  • ადგილობრივი თემების ჩართვა გარემოს ბიოლოგიური თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.
  • ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გარემოსა და კულტურული მემკვიდროების დაცვაზე ორიენტირებული ეკოტურისტული პროდუქტის შექმნის ხელშეწყობა.
  • საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის კვლევა, რესურსების აღრიცხვა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაცია.
  • რეგიონალური ტრანსსასაზღვრო ეკოტურისტული ქსელის განვითარება.
  • ეკოლოგიური ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.
  • საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი თემებისათვის მდგრადი ტურიზმის მიმართულებით მუდმივი საკონსულტაციო მხარდაჭერა.
  • ეკოტურიზმის სტანდარტების დანერგვა.
  • საქართველოში დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარების ხელშეწყობა.
  • სოფლის მოსახლლეობის აგრომეურნეობების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა აგრო და ეკოტურიმზის განვითარების გზით.


საქმიანობის ძირითადი მიმართულებები​

  • ეკოტურისტული პროდუქტის განვითარების მიმართულება - საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის კვლევა, ანალიზი, განვითარების სტრატეგიის შემუშავება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი პროდუქტების შექმნა, ადგილობრივი თემების დახმარება ეკოტურისტული პროდუქტის ან ტურისტული მომსახურების განვითრებაში;
  • კვლევისა და განათლების მიმართულება - აღნიშნული მიმართულების მიზანს წარმოადგენს საქართველოს ეკოტურისტული განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა. აგრეთვე ეკოლოგიური ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება;
  • წევრობის მიმართულება - ამ მიმართულებით ასოციაციის საქმიანობის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს მასშტაბით ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების ერთიანი ქსელის შექმა და ასოციაციაში გაწევრიანებული ორგანიზაციებისა თუ კერძო პირების სერტიფიცირება.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება - ასოციაციის ამ მიმართულების მთავარი მიზანია შეინარჩუნოს და განავითაროს პრესტიჟი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე შექმნილი საქმიანი ურთიერთობა პარტნიორებთან, სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან, სახლემწიფო, დონორ და სხვა ორგანიზაციებთან.
მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
25/04/2018
S
Saba Chikviladze
S