ჯორჯიან კაპიტალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
5
(1 შეფასება)
თბილისი, შ.რუსთაველის გამზ.37

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

cash bank-transfer

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი“ დაარსდა 2009 წლის 22 მაისს, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით (სარეგისტრაციო ნომერი 320509) მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი და გაიცა საქმიანობის ნებართვა. ფაქტობრივი საქმიანობა ორგანიზაციამ დაიწყო 2009 წლის 6 ივლისს, ქ. თბილისში, მარჯანიშვილის ქ. N 29-ში მდებარე  პირველი ფილიალის გახსნით. თავდაპირველად კომპანია მომხმარებლებს სესხის ორ პროდუქტს - „ავტოლომბარდს“ და „სამომხმარებლო“-ს სთავაზობდა. ბაზრისა და მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინებით პროდუქტების არჩევანიც მალე გაიზარდა და დაემატა „იპოთეკური“ სესხები და „ბიზნეს კრედიტი“.
      კომპანიის მუშაობის მთავარი პრინციპი იყო და რჩება: „გარანტია, სტაბილურობა და საიმედოობა“. ეს გახდა კომპანიის გაზრდის და განვითარების საწინდარი. 2015 წლის იანვრიდან კომპანიამ შეიცვალა საქმიანობის ადგილი და გადავიდა ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამ. N 37-ში მდებარე ახალ და თანამედროვე ოფისში. 2015 წლის დეკემბრიდან კი კომპანიას დაემატა ახალი, მაღალი დონის და სტანდარტის კომფორტული ფილიალი გლდანში. კომპანიის უახლოეს სამომავლო გეგმებში შედის იგივე კონცეფციის კიდევ ერთი ფილიალის გახსნა ვარკეთილში.
      დღეისათვის ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ უკვე 10 სახეობის სხვადასხვა პროდუქტს, როგორც აშშ დოლარში, ასევე ეროვნულ ვალუტაში, ლარში, რომლებიც მომხმარებელთა მოთხოვნებზეა მორგებული და ორიენტირებული.
      ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედიტება და მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რესურსით უზრუნველყოფა.
ჩვენს ყველა ფილიალში კლიენტებს ემსახურებიან მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი სპეციალისტები. მათ აქ ელით მოქნილი პირობები და კომფორტული გარემო.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
22/01/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები