საქართველოს მელიორაცია
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა. კომპანიის სერვისებს შორისაა, ასევე, ჰიდრო-ელექტრო სადგურებისათვის, საწარმოებისათვის და თევზსაშენი ტბორებისათვის წყლის მიწოდება. მომსახურება ქვეყნის მასშტაბით 20 სერვის ცენტრის მეშვეობით ხორციელდება. შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფრასტრუქტურა 40 000 კმ.-დე სამელიორაციო არხის, 22 წყალსაცავის, 31 სათავე ნაგებობის, 50-ზე მეტი სატუმბი სადგურისა და სვხა ჰიდროტექნიკური ნაგებობისგან შედგება.
ვინაიდან უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში აღნიშნული ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა, შპს „საქართველოს მელიორაცია“ მელიორირებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფონდის გაზრდის მიზნით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სარეაბილტაციო სამუშაოებს ატარებს.