გეო ალკო
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
საქართველოში ოდითგანვე ვენახი ჰქონდათ გაშნებული და ღვინოს ამზადებდნენ, ასევე ყურძნის არაყს "ჭაჭას" ხდიდნენ. საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველო კონიაკის ერთ-ერთი ძირითადი მწარმოებელი იყო. კონიაკის დამზადება და დაყენება "სამტრესტის" სისტემაში 50-ზე მეტ ღვინის ქარხანაში ხდებოდა.
ერთ-ერთი ასეთი ქარხნის ბაზაზე შეიქმნა "გეო-ალკო", სადაც დაარსების დღიდანვე დაიწყეს კონიაკის სპირტის გამოხდა და მუხის კასრებში დაყენება. ცოტა ხანში გადაწყდა, რომ ქართული ღვინო და კონიაკი დაემზადებინათ იმ ვენახის ყურძნისგან, რომელიც "გეო-ალკოს' პარტნიორებს ეკუთვნოდათ, რისთვისაც შეიძინეს იტალიური ჩამოსასხმელი ხაზი.
დღესდღეობით "გეო-ალკო" აწარმოებს კონიაკს, ყურძნის არაყს "ჭაჭას", ქართულ კონიაკს სპირტის სამიდან ათ წლამდე დაძველებით, ასევე მშრალ ნახევრად ტკბილ თეთრ, ვარდისფერ და წითელ ღვინოებს, რომლებიც ექსპორტზე დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გადის.