გენერატორი 9.8

კაფე
5
(2 შეფასება)
თბილისი, 164 Tsotne Dadiani St, Tbilisi, Georgia

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 11:00-21:00 შაბ: 11:00-21:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
ცოცხალი მუსიკა
ხმაურის დონე საშუალო
ალკოჰოლი
დაჯავშნა
პარკინგი
Wi-fi


გენერატორი 9.8 არის პირველი არაკომერციული, უფასო საერთო სამუშაო სივრცე (Coworking space) & სოციალური ბარი საქართველოში, რომელსაც სოციალური საწარმოს ფორმა აქვს, დაფუძნებულია მოხალისეობასა და „გაზიარების ეკონომიკის“ (Sharing economy) პრონციპებზე. 

გენერატორი 9.8 "მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის" მიერ "სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს" "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მხარდაჭერით დაარსდა. 

გენერატორი 9.8 ორ პარალელურ საქამიანობას მოიცავს, ესენია: 
1. Coworking space ანუ საერთო სამუშაო სივრცე 

დღის განმავლობაში გენერატორი 9.8 დაინტერესებულ პირებს/ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც სამუშაო სივრცესა და პირობებს საქმიანობის განსახორციელებლად, ასევე კაფე ბარს. 
Coworking სივრცე იდეალური გარემოა სოციალუად აქტიურ, ინოვატორ, კრეატორ და გახსნილად მოაზროვე ადამიანებისათვის, ვისაც იზიდავს ინტერაქცია და იზიარებს თემის/community-ის პრინციპებს.
ეს არის მუშაობის ინოვაციური გზა, ტრადიციული ოფისის ალტერნატიული ვარიანტი, დამყარებული ღია თანამშრომლობასა და კოოპერაციზე, და არა ინდივიუალურ, იზოლირებულ მუშაობაზე. იგი წევრებს სთავაზობს არა მხოლოდ „ოფისს“, არამედ ინფორმაციისა და ცოდნის თავისუფალ გაზიარებას, კონსულტაციას, თემის (Community) წევრიანებას და განვითარებისათვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს.
სამუშაო საათები: ორშაბათი - შაბათი 10:00 - 19:00.

2. სოციალური ბარი - “Bar 9.8”
საღამოს, 19:00 სთ-ის შემდეგ თითქმის მთლიანი სივრცე ეთმობა სოციალურ ბარს, რაც გულისხმობს ყოველ საღამოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას, როგორიცაა: საჯარო ლექციები, გამოფენები, მუსიკალური ივენთები, საგანმანათლებლო ვორქშოფები, კინოჩვენებები, ექსპერიმენტალური საღამოები, კლუბების არაფორმალური შეხვედრები და ა.შ. ვცდილობთ გახსნილები ვიყოთ ყველანაირი შემოთავაზებისათვის და ამავდროულად შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა.

ამავდროულად გენერატორი 9.8 აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო პროექტებში ICPI (https://www.facebook.com/International-Center-for-Peace-and-Integration-ICPI-214033901985831/timeline/)-ის ბაზაზე. აგზავნის და მასპინძლობს ახალგაზრდებს სხვადასხვა ტრენინგ კურსის, გაცვლითი თუ მოხალისეობრივი პროგრამების ფარგლებში, ევროკომისიის პროგრამის Erasmus+ის დაფინანსებით. არის EVS (European Voluntary Service) გამგზავნი და მასპინძელი საქართველოში, სექტემბრიდან კი მიიღო ასევე ამერიკელ მოხალისეს Peace Corp-ის პროგრამის ფარგლებში. გენერატორ 9.8-ს წევრებსა და მოხალისეებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა მიეცემათ აქტიურად ჩაერთონ არსებულ პროექტებში, რათა ხელი შევუწყოთ მათ პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებას.

გენერატორი 9.8-ს მისიაა სოციალურ ინოვაციისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.
Generator 9.8-ს მიზანებია:
• ახლად შექმნილი ორგანიზაციების, სტარტაფებისა და თავისუფალი პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობა;
• სოციალუი ინოვაციის მხარდაჭერა;
• ახალგაზრდების სოციალური აქტიურობის სტიმულირება და ამით სამოქალაქო საზოგადოების განვითრების ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფი:
• თავისუფალი პროფესიონალები (Freelancers)
• სტარტაფები
• არასამთავრობო ორგანიზაციები
• მცირე ზომის კომპანიები
• საინიციატივო და ახალგაზრდების არაფორმალური ჯგუფები 
• მედია ორგანიზმები 
• ყველა ის ინდივიდი თუ ჯგუფი, რომელიც იზიარებს თემის/ community-ს პრინციპებს.

იდეაზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა, პროექტმა დაფინანსება სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდიდან“ მოიპოვა და 2015 წლის 29 აგვისტოდან ექსპერიმენტალურ რეჟიმში ახორციელებს მუშაობას

მეტის ნახვა

მიმოხილვები

****
09/03/2017
N
Nikusha Kuchuxidze
******
21/02/2017
Z
Zura Mosakhlishvili
N
Z

თეგები