გამომცემლობა ქართული

სტამბა | გამომცემლობა
5
(1 შეფასება)
თბილისი, დიღომი 7

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00 - 19:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

გამომცემლობა ’’ქართული’’ დაარსდა 2009 წელს. კომპანიის უმთავრეს მიზანს მაშინაც და დღესაც წარმოადგენდა და წარმოადგენს უმდიდრესი ქართული ლიტერატურის უფრო ღრმად გაცნობა მკითხველისათვის, უპირველეს ყოვლისა პატარებისათვის.

 პირველი პოპულარული პროექტი გახლდათ ახალი საბავშვო გმირის - ბატიბუტას გამოჩენა.  ბატიბუტას და მისი მეგობრების მხიარული თავგადასავლები უცებ შეიყვარეს ჩვენმა პატარებმა და დღესაც მოუთმენლად ელიან ყოვლისმცოდნე გმირის ახალ თავგადასავლებს.

 არანაკლებ წარმატებით განხორციელდა პროექტები: ’’ქართული საგანძური პატარებისათვის’’,(15 ტომი)  ’’რჩეული ქართული ზღაპრები'' (20 ტომი) და ა.შ.

 განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ ’’დედაისტორია პატარებისათვის’’ (15 ტომი), რომელიც 2013 წელს დაიბეჭდა და მზადდება ხელმეორედ გამოსაცემად.

 2015 წელს გამოვიდა და ბესტსელერად იქცა ’’ქართული სამზარეულოს დიდი წიგნი’’. სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ყოველთვიური კულინარიული ჟურნალი ’’მენიუ’’.

   ამჟამად გამოიცემა

   ’’მსოფლიო კლასიკა მოზარდებისათვის’’ (16 ტომი).

   ’’რჩეული ქართული პოეზია’’ (10 ტომი).

   ’’ჩემი პირველი ბიბლიოთეკა’’ (8ტომი).

მზადდება არაერთი საინტერესო პროექტი.

მიგვაჩნია და გვჯერა, რომ სწორედ ეროვნული ფასეულობები, ჩვენი სამშობლოს გმირული ისტორია და ქართული ფესვები უნდა გახდეს მომავალი თაობის სწორად აღზრდისა და ჩამოყალიბების ქვაკუთხედი. განსაკუთრებით სათუთია მშობლიური ენა.

ვფიქრობთ უახლოეს მომავალში გამოვცეთ ’’ქართული ენის ისტორია’’, რომელშიც შევეცდებით მათთვის გასაგებ ენაზე მოვუთხროთ ჩვენს პატარებს: ვინ და როგორ შექმნა ქართული ანბანი,  როგორ ვითარდებოდა ჩვენი დამწერლობა, რა გზა გამოიარა დედაენამ დაარსებიდან დღემდე.

თანამედროვე ყოფის მიერ თავსმოხვეული უამრავი კარგი თუ ავი სიახლის მიუხედავად, საბედნიეროდ წიგნი დღესაც ძველებურად უყვართ საქართველოში. ერთად ვეცადოთ, რომ ჩვენს შვილებსა და შემდგომ შვილთაშვილებს, ეს სიყვარული არ გაუნელდეთ...

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/03/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z