Gacc საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია

ფინანსები | ბუღალტერია | აუდიტი
5
(1 შეფასება)
თბილისი, დ.გამრეკელის ქ. 2

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 11:00-19:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

cash bank-transfer

მიუხედავად იმისა წარმოადგენთ თუ არა თქვენ ისეთ ქართულ ფირმას, რომელსაც სურს თავისი საქმიანობის გაფართოება ან ისეთ უცხოურ ფირმას, რომელსაც ამოძრავებს საქართველოს ბაზარზე შეღწევის სურვილი დღევანდელ სწრაფად ცვლად გარემოში, თქვენ აუცილებლად უნდა დაეყრდნოთ საიმედო ბიზნეს პარტნიორს.

საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია (GACC) დაფუძნებული იქნა  1998 წლის ივნისში. მისი დამფუძნებლები არიან ყოფილი უფროსი მენეჯერები და  საქართველოს აუდიტორული ფირმათა პარტნიორები, რომლებიც იყვნენ “ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის პროექტი ქართულ საწარმოებში”-ს  წამყვანი თანამშრომლები. დამფუძნებლების აზრით, ეს მართებული დრო იყო აუდიტორული კომპანიის დასაარსებლად, რომელიც თავის თავში მოიცავდა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და დააკმაყოფილებდა მოთხოვნას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. მათ დააარსეს GACC, რათა მომხდარიყო აუდიტისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო მომსახურების ფორმალიზაცია, რომელსაც ისინი სთავაზობენ.

დღეს, GACC ახორციელებს საბუღალტრო და აუტირულ მომსახურებას მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით, კონსულტაციებს უწევს სამთავრობო ინსტიტუტებსა, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისა და დონორების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებს.

GACC ახორციელებს მომსახურებას, რომელიც არის მორგებული ნებისმიერი სპეციფიკური სიტუაციისადმი, რაც ჯგუფის პრაქტიკული გამოცდილების დამსახურებაა. ჩვენი სპეციალისტების აუდიტში, რეოგრანიზაციასა და საკონსულტაციო სტრატეგიებში, ძლიერი მხარეებისა და გამოცდილების კომბინაციით, შეგვიძლია განვახორციელოთ სერვისი, სექტორის სათანადო ცოდნითა და აღქმით.

1998 წლიდან 2006 წლამდე საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია (GACC) იყო Deloitte & Touche-ის ასოცირებული პარტნიორი საქართველოში.

2006 წლის სექტემბერში GACC-მ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას Crowe Horwarth International-თან.

დღეისათვის GACC არის A Crowe Horwath Business Alliance-ის ასოცირებული წევრი. Crowe Horwarth International-ი შედის მსფოლიოს 10 წამყვან აუდიტორული კომპანიების ქსელში, 140-ზე მეტი დამოუკიდებელი აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების კომპანიით, 590 ოფისით და 28,000 პროფესიონალით და პერსონალით მსოფლიოს 107-ზე მეტ ქვეყანაში. Crowe Horwarth International-ის წევრი ფირმები პასუხისმგებელნი არიან მომსახურების ხარისხზე, მაღალ დონეზე განვითარებული მომსახურების მიწოდების პროცესზე და მნიშვნელოვან ღირებულებებზე, რომელიც ჩვენ გვეხმარება ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში. თითოეული ფირმა წარმოდგენილია, როგორც ლიდერი თავიანთი ქვეყნის ბიზნეს სფეროში და დაკომპლექტებულია საკუთარი მოქალაქეებით, რაც შესაძლებლობას აძლევთ მიაწოდონ კლიენტებს ინფორმაცია საგადასახადო და ადგილობრვი კანონმდებლობის შესახებ, რომლებიც იწყებენ ახალ კომერციულ საქმიანობას ან აფართოებენ თავიანთ ბიზნესს სხვა ქვეყნებში. Crowe Horwarth International-ის წევრი ფირმები ცნობილი არიან თავიანთი პერსონალური მომსახურების შეთავაზებით კერძო და საჯარო საქმიანობის ყველა სექტორში და შეიქმნეს საერთაშორისო რეპუტაცია აუდიტის, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებაში.

GACC არის "საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის" (GFPAA)  კორპორატიული წევრი რომელიც არის "საერთაშორისო ბუღალტერთა ფედერაციის" (IFAC) წევრი.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

****
18/01/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z