ჯიპიეს ჯორჯია

სხვადასხვა(ორგანიზაციები)
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. 27ბ

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-21:00ა შაბ: 322 14 00 88 კვ: 322 14 00 88

გადახდის ტიპი

ჯიპიეს ჯორჯია - არის თქვენი მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მომწოდებელი კომპანია. ასობით მომხმარებელი ახორციელებს ეფექტურ GPS კონტროლს ჩვენი სისტემის მეშვეობით, რომელიც საშუალებას იძლევა მუდმივად აკონტროლოთ ობიექტების გადაადგილება, სატრანსპორტო საშუალებების მუშაობა და ამცირებს ხარჯებს.


GPS Georgia ეხმარება ბიზნესის მფლობელებს ფულადი და შრომითი რესურსების სწორად მართვაში, ახორციელებს ავტოპარკის გარბენის კონტროლს თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობების და პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.


ჩვენ ვისწრაფით მომსახურების დონის ამაღლებისკენ, ვუზრუნველყოფთ რა ინდივიდუალურ მიდგომას დამკვეთთან და გადახდის მოქნილ სისტემას. თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი საშუალებას გვაძლევს სწრაფად ვუპასუხოთ თქვენს მოთხოვნებს.

ჩვენი კომპანიის მთავარი მოქმედი პირი ხართ თქვენ -  ჩვენი არსებული ან მომავალი მომხმარებელი.
სწორედ თქვენთვის გამოვდივართ ჩვენ ყოველდღე სამსახურში, რათა უფრო წარმატებული გავხადოთ თქვენი ბიზნესი. სწორედ თქვენთვის ვირჩევთ ჩვენ საუკეთესო პარტნიორებს ტექნიკის მოწოდებაში, იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ თქვენი საქმიანობა სათანადო ხარისხითა და სანდოობით.

ჩვენი მისია - მოგცეთ საშუალება მიიღოთ რეალური ინფორმაცია თქვენი მატერიალური ფასეულობების

მართვის შესახებ.

ჩვენი ხედვა - საზოგადოება და ბიზნესი, რომელიც ეფექტურად მართავს საკუთარ რესურსებს.

ჩვენი ტაქტიკა - კომპეტენტურობა, ხარისხი, საიმედოობა, გულისხმიერი დამოკიდებულება თითოეულ

მომხმარებელთან.

 

ჩვენი ღირებულებები :


•    ყურადღება და პასუხისმგებლობა მომხმარებლებსა და თანამშრომლებთან მიმართებაში;
•    მაღალხარისხიანი და ინოვაციური პროდუქტები და მომსახურება;
•    სანდო და გრძელვადიანი პარტნიორობა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
28/04/2018
S
Saba Chikviladze
S