გ.ი ტურები

ტურისტული კომპანიები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ქინძმარაულის ქ. 1

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

"მოლაშქრეთა და მოგზაურთა კლუბი GI Tours გ.ი ტურებთან" ერთად მოგზაურო მეგობრებო უნდა იცოდეთ კლუბის მოთხოვნები რათა ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიება იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული. გთავაზობთ რეგულაციებს რომლის წაკითხვა, გააზრება და შემდეგ გათვალისწინება სავალდებულოა ყველასთვის :

1. დაუშვებელია გასვლის დღეს, საპატიო მიზეზის გარეშე მოლაშქრეთა "გადაგდება"!

საპატიო მიზეზში არ იგულისხმება: დილით ჩაძინება, ცუდი ამინდი, უცბად აღმოჩენა არ ქონა ფულის ან სხვა რაიმე საჭირო ნივთის და ა. შ.

2. დათქმულ დროს არ დაიგვიანოთ. დამგვიანებელს არ დაელოდებიან!

დაგეგმვა

3. ყოველი სალაშქრო თუ არა სალაშქრო გასვლის დაგეგმვა უნდა იყოს შეთანხმებული ადმინისტრაციასთან! ეს გასვლა აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული "სამომავლო გასვლების" განყოფილებაში. დაუშვებელია ეგრეთ წოდებული "ჩუმად გაპარვები"!

ვინ წამოვა–ვინ არა

4. დასაშვებია ლაშქრობაში წაყვანილ იქნას მხოლოდ გარკვეული კატეგორია ხალხისა. ჯგუფის კატეგორია და საბოლოო სია, ხელმძღვანელმა უნდა შეათანხმოს ადმინისტრაციასთან (მიზეზი ყოველთვის იქნება მოცემული).

რთულ გასვლებში ცხადია მხოლოდ გამოცდილი და ფორმაში მყოფი ადამიანები წამოვლენ, შესაძლებელია ზოგ გასვლაში, სტუმრების, „ჰა წამოდის“ ან სხვა სტატუსის მქონე ადამიანების წამოყვანა არ შეიძლებოდეს, და ა. შ.

5. ორ და მეტ დღიან გასვლებში, სტუმრების, „ინკოგნიტო“ და „ჰა, წამოდი!“ სტატუსის მქონე ხალხის წამოყვანა არ იქნება! დანარჩენი სტატუსის მქონე ადამიანების წამოყვანაზე კი, საბოლოო პასუხი ჯგუფის ხელმძღვანელზეა.

6. ერთ და მეტ დღიან გასვლებში დასაშვებია ისეთი ადამიანების წამოყვანა რომლებიც მეგზურობას გაუწევს მოლაშქრეებს.

ეს ადამიანი შეიძლება იყოს, ისტორიკოსი, არქეოლოგი, ან გიდი, რომელიც მეგზურობას გაუწევს, ან კიდევ ალპინისტი რომელიც რაიმე მწვერვალზე აიყვანს მოლაშქრეებს და ა. შ.

7. წამოიყვანეთ ისეთი ადამიანები მხოლოდ, რომელთაც აინტერესებთ ლაშქრობები და შეიძლება მოლაშქრეების რიგებშიც მოხვდნენ.

ნუ წამოიყვანთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ ქალაქ გარეთ უნდა წასვლა და განტვირთვა. ნუ მოხდება ეს „მოლაშქრეთა“ ხარჯზე.

გუნდი როგორც მთლიანი ორგანიზმი

8. ჯგუფის წევრები ვალდებული არიან დაემორჩილონ ჯგუფის ხელმძღვანელს უსიტყვოდ და ასევე უფრო გამოცდილ ხალხს!

9. გუნდში უნდა სუფევდეს ურთიერთპატივისცემა.

მიუხედავად რასისა, ეროვნებისა, რელიგიური, პოლიტიკური თუ რაიმე საზოგადოებრივი შეხედულებისა, მოლაშქრეები უნდა სცემდნენ ერთმანეთს პატივს.

10. გუნდში უნდა სუფევდეს ურთერთმხარდაჭერა.

ვისაც როგორ არ უნდა გაუჭირდეს, დანარჩენი წევრები უნდა დაეხმარონ მას და მხარში ამოუდგნენ, გინდაც ამით მათ მოუწიოთ პირად ინტერესებზე უარის თქმა.

11. ჯგუფი მოძრაობს ერთად! დაუშვებელია წინ გაქცევა ან გზიდან გადახვევა!

12. დაუშვებელია ყოველგვარი წუწუნი და უაზრო პროტესტები!

13. ყველა ერთად, განურჩევლად სქესისა აკეთებს საქმეს.

კარვის გაშლა, წყლის და შეშის მოტანა, კოცონის დანთება და ა. შ.

14. ყოველი ჩვენი მოგზაური ვალდებულია ლაშქრობაში შეისწავლოს მინიმუმ ის უნარები, რაც საჭიროა ბუნებაში ადაპტაციისათვის. მინიმუმი უნარებისა არის: სისტემატიური სიარული ლაშქრობებში, კოცონის ანთება ადვილ პირობებში, საბანაკე ადგილის შერჩევა, კარვის გაშლა.

ამ უნარების შესწავლით, შესაბამისი სტატუსები მიენიჭება მოლაშქრეს.

15. გასვლის დროს ნაპოვნი რაიმე ნივთი მთლიანად გუნდისაა. თუ ამ ნივთის პატრონის მოძებნის საშუალება იქნება, შესაბამისად მას დაუბრუნდება თავისი დაკარგული ნივთი.

17. ყოველი გასვლის დასრულების შემდეგ, სავალდებულოა დაიწეროს რეპორტაჟი.

18. ამ გასვლებში მონაწილეების მიერ გადაღებული ფოტოები სასურველია დროულად მიწოდებულ იქნას რეპორტაჟის დამწერისთვის და აგრეთვე განთავსებულ იქნას ჩვენს ფეიჯზე ან დაიდოს ბმული.

19. დაუშვებელია გასვლაში ნაგვის დაყრა! ეს ეხება სიგარეტის ნამწვავებსაც!

20. ნებისმიერ გასვლაში აკრძალულია ფლორის დაზიანება და ფაუნის წარმომადგენელთათვის რაიმე ზიანის მიყენება.

გამონაკლისია გამხმარი ხეების ტოტების მოჭრა კოცონისათვის, მკბენარების მოკვლა, ჯაგნარის გათელვა, ან გამოუვალ სიტუაციაში მტაცებელის მოკვლა ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

21. აკრძალულია სხვის საკუთრებაში მყოფ ტერტორიაზე არსებული ნაგებობების, ხეხილის, ნათესების და ა. შ. მოპარვა–დაზიანება.

22. დაუშვებელია ჩვენს გასვლებში რაიმე სახის ნადირობა (თევზაობის გარდა), იქნება ეს კანონის დაცვით გათვალისწინებული თუ არა.

თევზაობა იქნება მხოლოდ კანონის დაცვით გათვალისწინებული. ყველ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტის დაცვა ყველამნაწილისათვის სავალდებულო...

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
19/05/2018
S
Saba Chikviladze
S