Financial Outsource

ფინანსები | ბუღალტერია | აუდიტი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. წერეთლის გამზ. 72

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

Financial Outsource არის, შპს  Financial Outsource, საიდენტიფიკაციო კოდი: 406068455
ჩვენი ვებ გვერდია:fin.ge
 

Financial Outsource დაარსდა 2012 წლის აპრილში, თბილისში. მიუხედავად მცირე ასაკისა, იგი წარმოადგენს ბუღალტრული და მმართველობითი კონსულტაციების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მომწოდებელს საქართველოში. არსებობის შედარებით მცირე პერიოდის განმავლობაში ფირმამ შეძლო შეექმნა მაღალხარისხიანი და სანდო პროფესიონალური მომსახურების მიმწოდებლის რეპუტაცია, რაც აისახება კიდეც Financial Outsource-ის პერმანენტული დამკვიდრებით ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე.

2014 წლიდან Financial Outsource-ის პროფესიული მომსახურება ახალ სიმაღლეზე ავიდა, რაც განაპირობა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევამ სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგში. აღნიშნული პაკეტით უკვე გარანტირებულია Financial Outsource-ის მიერ გაწეული მომსახურების მაღალი ხარისხი. პროფესიონალებით დაკომპლექტებული კოლექტივის მეშვეობით ფირმას გააჩნია საშუალება ბუღალტრული და მასთან დაკავშირებული პროფესიონალური მომსახურება, ასევე, მმართველობითი კონსულტირება გაუწიოს საშუალო და მსხვილ კომპანიებს ეკონომიკური საქმიანობის პრაქტიკულად ყველა დარგში.

როგორც დარგის ლიდერი, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას დავაკმაყოფილოთ და გავამართლოთ ჩვენი კლიენტების მოლოდინი, როგორც “სამაგალითო” პროფესიონალურმა ბუღალტრულმა ფირმამ. ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას და ვაკმაყოფილებთ მას ერთადერთი ჭეშმარიტი საშუალებით – უპირობო შესაბამისობით საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებთან და ეთიკის კოდექსთან პროფესიონალი ბუღალტრებისათვის.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
20/01/2018
S
Saba Chikviladze
S