მომავლის ფერმერი

სხვადასხვა(მომსახურება)
5
(1 შეფასება)
თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ. 91,

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

მომავლის ფერმერი არის, შპს ბიოტექსი, საიდენტიფიკაციო კოდი:201946895

მოფერი" - ასოციაცია "მომავლის ფერმერი" სოფლის მეურნეობაში საინოვაციო და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით 2007 წელს შეიქმნა. 2011 წლამდე იგი "ახალგაზრდა ფერმერთა სახლის" - "აფესას" სახელწოდებით ფუნქციონირებდა.

"მოფერის" ირგვლივ შემოკრებილია როგორც ფერმერები, ისე პროფესიონალი ვეტერინარები, ვეტფარმაცევტები და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის მეცნიერები. ორგანიზაციას ჰყავს საკუთარი წარმომადგენლები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

ასოციაცია „მომავლის ფერმერი" (მოფერი) ხელს უწყობს ფერმერებს და პროფესიული ნიშნით გაწევრიანებულ ადამიანებს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასა და თანამედროვე სისიტემის ჩამოყალიბებაში, პრეპარატების, საკვები დანამატებისა და ინვენტარის მიწოდებაში;

ასევე, ფერმერებს ეხმარება პროდუქციის თანამედროვე სტანდარტებით დამზადებასა და რეალიზებაში.

მოფერი უზრუნველყოფს მის წევრებს საფინანსო ინსტიტუტებთან (სესხის აღება, საგადასახადო რჩევები და სხვა) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამარტივებით (გრანტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება, დოკუმენტაციის მომზადება).

მოფერს შეუძლია მის წევრებს გაუწიოს კონსულტაცია მარკეტინგში.

მოფერი ინტენსიურად აწვდის ფერმერებს სოფლის მეურნეობაში მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების გამოცდილებას, სიახლეებს და აკავშირებს მათ ანალოგ ორგანიზაციებთან.

მოფერი ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას ვეტერინარიის, მეცხოველეობის, მევენახეობა-მებაღეობის პროფესიული დაოსტატებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.

მოფერი ეხმარება ფერმერებს მეცხოველეობის პროდუქტების გადამამუშავებელი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.

მოფერის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის დარგებში ახალგაზრდა კადრების ჩაბმაა, საამისოდ კი რეგულარულად ამზადებს პროფესიონალ კადრებს.

მოფერის უმთავრესი მიზანია საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ფერმერული მეურნეობების განვითარებისა და მოსახლეობის თვითაქტივობის ზრდის გზით.

მოფერში ფუნქციონირებს საკონსულტაციო მომსახურების ცენტრი და ფერმერებს უზრუნველყოფს კომპეტენტური რჩევებით (მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, სელექცია, მეთევზეობა, მევენახეობა-მებაღეობა და ა.შ.). მუშაობს ცხელი ხაზი ვეტექიმთან.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
29/06/2018
S
Saba Chikviladze
S