ფაბრიკა 1900
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს პირველი მსხვილი მწარებმოებელია საქართველოში და, ამავდროულად, სეგმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე კავკასიის რეგიონში.
თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, მაღალკვალიფიციური და მოტივირებული გუნდით, „ფაბრიკა 1900“ აწარმოებს 100% ბიოდეგრადირებად შესაფუთ პროდუქციას. ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ფაქტორია ახალი, მომხარებელზე მორგებული პროდუქტების დანერგვა და ხარისხიანი მომსახურება.
„ფაბრიკა 1900“ აწარმოებს გოფრირებული მუყაოს შესაფუთ საქონელს სხვადასხვა საჭიროებისთვის - სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გადასაზიდად თუ საპრეზენტაციოდ, მედიცინის, პარფიუმერიის, ელექტრო საქონლის, საკონდიტრო და სხვა მრავალი სფეროს პროდუქტების შესაფუთად თუ დაზიანებისგან დასაცავად.