ექსპორტის განვითარების ასოციაცია

ასოციაცია | ფედერაცია
5
(1 შეფასება)
თბილისი, შროშის ქ. 4

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) დაარსდა 2012 წელს ქართული საწარმოების ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით ადვოკატირების, კონლულტაციებისა და პოპულარიზაციის გზით. EDA არის წევრობაზე დაფუძნებული ასოციაცია, რომელიც აერთიანებს 100-მდე ექსპორტზე ორიენტირებულ ქართველ მეწარმესა და მომსახურების მიმწოდებელს. ქართველ ექსპორტიორებს სთავაზობს პოტენციალის გაფართოებას, უზრუნველყოფს საექსპორტო მარკეტინგული გეგმის შემუშავებას, ექსპორტის მართვის მომსახურებას, სამიზნე საექსპორტო ბაზრის შერჩევასა და სავაჭრო ბარიერების დაძლევას. EDA-ს წევრთა უმეტესობა მოღვაწეობს საწარმოო სექტორებში, თუმცა EDA ასევე აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებსაც. ჩვენ გთავაზობთ მუდმივად განახლებული პროდუქტის / ბაზრის მოკლე მიმოხილვას ექსპორტიორებისთვის და სტიმულს ვაძლევთ ქართულ კომპანიებს ჩაერთონ საექსპორტო საქმიანობაში მათი ბიზნესის ფარგლების გაფართოებისა და საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევის მიზნით. ჩვენი მთავარი კომპეტენციაა ბაზარზე შესვლის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
28/04/2018
S
Saba Chikviladze
S