ევროპის უნივერსიტეტი

უმაღლესი სასწავლებელი
5
(1 შეფასება)
თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. 72

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

ევროპის უნივერსიტეტი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება -კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც დაარსდა საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად.

"ევროპის უნივერსიტეტის" მისიას წარმოადგენს მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის, პროფესიული ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების მომზადება და სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა.

"ევროპის უნივერსიტეტის" მისიაა, განახორციელოს უმაღლესი განათლების სფეროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები ჯანდაცვისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. დაწესებულების ამოცანაა, სტუდენტზე ორიენტირებული განათლების შეთავაზებით, შრომის ბაზართან და აკადემიურ სფეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ქართულ და ევროპულ საგანმანათლებლო ბაზარზე ადგილის დამკვიდრება.

დაწესებულება ორიენტირებულია ბიზნესის მიმართულების, როგორც თანამედროვე საგანმანათლებლო ნოვაციების ამსახველი მოწინავე დარგის, განვითარებაზე, საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და ევროპული საგანმანათლებლო ბაზრის კონტექსტში. 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის შეიმუშავებს სტრატეგიას, რომელიც დროის მოთხოვნების შესაბამისად მუდმივად ცვალებადია.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
14/03/2018
S
Saba Chikviladze
S