მეწარმეთა აკადემია

აკადემია
5
(1 შეფასება)
ხაშური, ს. მეტრეველის ქ. 1

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer

JA Georgia-ს მეწარმეთა აკადემია 5-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო ტრენინგებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოზარდებში: ლიდერობის, მეწარმეობის და სხვა 21-ე საუკუნის უნარების ჩამოყალიბებას, რაც მათ დაეხმარებათ გახდნენ წარმატებული გლობალურ ეკონომიკაში.

„მეწარმეთა აკადემიაში“ პროგრამებს ასწავლის „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ გამოცდილი ტრენერები, რომლებსაც გავლილი აქვთ ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამების საერთაშორისო მოსამზადებელი ტრენინგები. ისინი ტრენინგის დროს ქმნიან ბიზნეს გარემოს და ატარებენ ინტერაქტიულ გაკვეთილებს, რაც ახალგაზრდებს შორის მნიშვნელოვნად ამაღლებს მოტივაციას. სახალისო თამაშების და აქტივობების შედეგადაც მოსწავლეები ეცნობიან ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და უვითარდებათ ისეთი უნარები რაც დაეხმარებათ პრობლემების შემოქმედებითად და ეფექტურად გადაწყვეტაში.

აკადემიაში ტრენინგის ღირებულება შეადგენს 50 ლარს. თითოეული ტრენიგ-პროგრამა მოიცავს 10 აკადემიურ საათს სულ 5 შეხვედრა.

ტრენინგების ჩატარების ადგილი: თბილისი - ს. მეტრეველის ქ. #1 ზუგდიდი - მეურნარგიას ქ. #25 ლაგოდეხი - 9 აპრილის ქ.#42 დეტალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: www.jag.ge ცხელი ხაზი: 2 38 36 76 ან 558 59 11 59

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S