ენერჯი სოლუშენს

სხვადასხვა(მომსახურება)
5
(1 შეფასება)
თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქ. 38

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-20:00 შაბ: 10:00-20:00 კვ: 10:00-20:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ენერჯი სოლუშენსი არის ახალგაზრდა დინამიური კომპანია, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა. ჩვენ ვსაქმიანობთ საქართველოს ენერგო სექტორში, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც სთავაზობს კლიენტებს მოქნილი და ინოვაციური კომპანიის უპირატესობებს. კომპანიას მართავს საშუალო ასაკის მოტივირებული გუნდი მრავალმხრივი საერთაშორის და ადგილობრივი გამოცდილებით ენერგეტიკაში. კერძო და საჯარო სექტორის თავისებურებათა საფუძვლიანი ცოდნით, ჩვენ გთავაზობთ სწრაფ და ამავე დროს გონივრულ გადაწყვეტილებებს გრძელვადიანი და კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

კომპანია აცნობიერებს განახლებადი ენერგიის სფეროს განვითარების მზარდ ტენდენციას მსოფლიოს მასშტაბით და მზად არის დაძლიოს ეს გამოწვევები, აღნიშნულ სფეროში ქვეყნის ფართომასშტაბიანი პოტენციალის გამოყენებით.

ჰიდროენერგეტიკის სფეროში, კომპანია კონცენტრირებულია ორ ძირითად მიმართულებაზე – პროექტების განვითარებასა და საკონსულტაციო საქმიანობაზე.

ა) პროექტების განვითარება მოიცავს, პოტენციურად განხორციელებადი და მომგებიანი პროექტების შერჩევას მათი განვითარების საწყის ეტაპზე, საჭირო კვლევების ჩატარებას, ფინანსური სახსრების მოძიებას და ყოველდღიური მმართველობის გაწევას პროექტის წარმატებით დასრულებამდე.

ბ) საკონსულტაციო საქმიანობა მოიცავს ტექნიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ კვლევებს ჰიდროენერგეტიკაში, პროექტების განვითარებისა და ოპტიმიზაციის მიზნით.

ჩვენს გუნდს აქვს ამბიცია შექმნას ყველაზე საიმედო და ძლიერი კომპანია, რომელიც განახორციელებს პროექტებს და საკონსულტაციო საქმიანობას საქართველოს ენერგეტიკის სექტორში.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S