დარ ბილდინგ

სამშენებლო კომპანიები
5
(1 შეფასება)
ბათუმი, ფიროსმანის ქ. 19

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

დარ ბილდინგ  არის, შპს დარ ბილდინგ , საიდენტიფიკაციო კოდი:445420875
 

ქართული დეველოპერული-სამშენებლო კომპანია „DARBUILDING”-ი სამშენებლო ბაზარზე 2013 წლიდან გამოჩნდა და მალევე დაიმკვიდრა ძლიერი და სანდო კომპანიის სახელი.
სანდოობა კომპანიას იმ გამოცდილებამ და წარსულმა შემატა, რაც ჩვენს გუნდს გააჩნია. ვიდრე დეველოპმეტნტის და მშენებლობის კუთხით გადავდგამდით ნაბიჯებს, ჩვენ სამშენებლო ბაზარზე გაცილებით ადრე, მაგრამ სხვა ფორმით გამოვჩნდით. ათეულ წელზე მეტია კომპანიები: „დარ კაპიტალი და „პატრიოტი 2006“ სწორედ სამშენებლო სფეროს ემახურება. ის რაც სახლის მშენებლობისა თუ რემონტისთვის აუცილებელია, საჭირო მასალების წარმოებას და ექსპორტს სწორედ ჩვენი კომპანიები ახდენენ.
კომპანიების: „პატრიოტი 2006“ და DAR CAPITAL-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და დინამიურად მზარდი ადგილობრივი წარმოება. კომპანიებმა დაარსებიდან დღემდე განვითარების სხვადასხვა საფეხური განვლეს. დღეისათვის კი აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური და საწარმოო ბაზით. ჩვენ შევძელით საქმიანობის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით.
ჩვენი წარმოების პროდუქტებია: ფისოვანი ცემენტი, მეტალოკრამიტი, ლაქ-საღებავები, საიზოლაციო მასალები, პენოპლასტის დეკორატიული კარნიზები, შეკიდული ჭერი, კერამიკული სანტექნიკა, ლურსმანი, საკანალიზაციო და წყლის მილები.
2016 წელს კომპანიამ საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვა. სახელმწიფო პროგრამაში, „აწარმოე საქართველოში“ ჩაერთო და მაღალი ხარისხის, წებო-ცემენტის წარმოება დაიწყო.
ჩვენი კმპანიების მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი პროდუქციის ფართო არჩევანი. პროდუქციის რეალიზაციის მიზნით შექმნილი გვაქვს სადისტრიბუციო ქსელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც მომხმარებელს ერთიან სივრცეში, ჩვენს მიერ ნაწარმოებ და ექსპორტირებულ ნაწარმს სთავაზობს: «MODUS»-ია, მრავალსართულიან ობიექტში, სადაც ესკალატორით შეგიძლიათ იმოძრაოთ, რემონტისა თუ სახლის მოსაწყობად საჭირო ყველა დეტალს იპოვით. ამ ტიპის სერვისი ბათუმისთვის ინოვაციურია და იგი მომხმარებელს 2016 წლის ბოლოს შევთავაზეთ. ნებისმიერი რამ: ლამინირებული იატაკი, შეკიდული ჭერი, სააბაზანე ავეჯი, აბაზანები ჰიდრომასაჟით და ჰიდრომასაჟის გარეშე, საშხაპე კაბინები, აბაზანის აქსესუარები, სარკეები, სანტექნიკური ნაწარმი, ელექტრო საქონელი, სადენები, წყალგამაცხელებლები და იტალიური წარმოების, პრემიუმ კლასის ავეჯიც კი შეგიძლიათ ერთ სივრცეში შეარჩიოთ.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
31/07/2018
S
Saba Chikviladze
S