დაბაღი

აქსესუარები | სამკაულები
(0 შეფასება)
თბილისი, 8 გივი კარტოზიას ქუჩა, Tbilisi, Georgia

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 11:00-დან - 20:00-მდე შაბ: 11:00-დან - 20:00-მდე კვ: 11:00-დან - 20:00-მდე

გადახდის ტიპი

american-express cash master-card visa
კატალოგიდან შეკვეთა

ვამზადებთ ხელნაკეთ ნივთებს. პროდუქტის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნატურალური ტყავი და ნატურალური ხე. თითოეული ნივთი მუშავდება და იკერება ხელით.

დაბაღი ნიშნავს მეტყავეს, ტყავის დამამუშავებელ ხელოსანს. საქართველოს ეკონომიკურმა მდგომარეობამ და გეოგრაფიულმა გარემომ შექმნა მესაქონლეობის განვითარებისთვის საუკეთესო პირობები, რამაც ხელი შეუწყო დიდი რაოდენობით ტყავის დაგროვებას, აქედან გამომდინარე, მედაბღეობის მდიდარი ტრადიციის შექმნასა და წარმოჩინებას. მედაბღეობა გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. თბილისი კი ამიერკავკასიის ქალაქებს შორის ძველთაგანვე გახდა მედაბღეობის წამყვანი ცენტრი. მედაბღეების ამქარი სხვა ამქართა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. თბილისელი დაბღების მიერ დამზადებული ტყავი სრულიად აკმაყოფილებდა მეწაღეების, მეჩექმეების ქართული, აზიური, ევროპული ფეხსაცმლის მკერავთა, მეუნაგირეთა და სირაჯების მოთხოვნილებას. ტყავი ძველი ტრადიციისამებრ მუშავდება მხოლოდ ხელით და ამიტომაც არის გამორჩეული ხარისხის.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ამ დროისთვის კომპანიაზე არ არის არცერთი შეფასება

იყავი პირველი, შეაფასე კომპანია

თეგები