თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა

სკოლა
5
(1 შეფასება)
თბილისი, დ. ჭონქაძის ქ. 20

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა, რომელიც თავის მხრივ ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის საშუალებით განვითარდა. სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც  საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

სკოლის მისია 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ემსახურება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავებას ტრენინგებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების გზით. სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამები ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებს, რაც აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ამზადებს.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმებს ოთხი ძირითადი მიმართულებით:

კარგი მმართველობის მხარდაჭერა - სკოლის აქტივობები მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მაღალი თანამდებობის პირების პროფესიონალიზმის ამაღლებას, რათა ხელი შეუწყოს ფართო უსაფრთხოების სექტორში მართვის ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნული კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კეთილსინდისიერების ამაღლებას, გამჭვირვალობისა და  ანგარიშვალდებულების გაზრდას, კორუფციული რისკების შემცირების ხელშეწყობას. 

თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა - სკოლა უზრუნველყოფს ფორუმს დისკუსიებისთვის და ინფორმაციის გაცვლისთვის, რათა ჩამოყალიბდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალს, სხვა სამთავრობო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

უწყებათაშორისი თანამშრომლობა - სკოლა ხელს უწყობს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა სამთავრობო უწყებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ინფორმაციის გაზიარების, კავშირების გამყარების და თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ფორმატების მეშვეობით.  

ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობა - სახელმწიფო უსაფრთხოება ერთობლივი ეროვნული პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, სკოლა უზრუნველყოფს პლატფორმას დისკუსიებისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, სადაც უსაფრთხოების ორგანოებთან ერთად მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები (აკადემიური წრეები, ექსპერტები, მასწავლებლები, მედიის წარმომადგენლები).

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია ნატო-ს აკრედიტაციის მიღება. აკრედიტაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის და ასევე ნატო-სთან თავსებადი სასწავლო ციკლის შემუმაშვების მიზნით, სკოლა განაგრძობს  მჭიდრო თანამშრომლობას ნატო-ს სხვადასხვა პროგრამებთან, ნატო-ს სკოლებთან და მსგავს სასწავლო დაწესებულებებთან.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S