კუბიკონის სასწავლო ცენტრი

საკონსტრუქციო | ელექტროსამონტაჟო | საპროექტო სამუშაოები
5
(1 შეფასება)
თბილისი, მ. გელოვანის გამზ. 13

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

კუბიკონი არის საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კონსტრუქტორებით და ანალიტიკური მოდელირების სპეციალისტებით;

კომპანიის გუნდი

კომპანიის გუნდის წევრთა უმრავლესობას ერთად მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება აქვს, ამ ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილება ნამდვილად გვაძლევს საშუალებას რომ თამამად შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის პროექტები; ჩვენ ვმუშაობთ გუნდის ყველა წევრთან იმისთვის, რომ  წარმატებით განხორციელდეს კომპლექსური და ინოვაციური არქიტექტურული პროექტები; ყველა აღნიშნული მიზეზის გამო ჩვენ აბსოლუტურად დამსახურებულად ვამაყობთ პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდით;  

კუბიკონი ყოველთვის აძლევს შესაძლებლობებს ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და განვითარდნენ პროფესიული თვალსაზრისით. ამჟამად კომპანიის გუნდში გვყავს  კონსტრუქტორთა ძალიან წარმატებული და პროგრესული ახალგაზრდები;

  კლიენტებთან ურთიერთობა

დამკვეთის მოთხოვნაზე და  პროექტის დიზაინზე ორიენტირებული მიდგომა, განსაზღვრავს კუბიკონის საქმიანობის წარმატებასა და ეფექტურობას; ამისათვის ჩვენ შევქმენით ძალიან ძლიერი და კონტროლირებადი შიდა მენეჯმენტ სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პრაქტიკაში ეფექტური მუშაობის პროცესს. კომპანიაში მოქმედებს ყოველკვირეული ანგარიშის ჩაბარების ფორმა,რომელიც ავალდებულებს თითოეული პროექტის წამყვან კონსტრუქტორს ყოველი კვირის ბოლოს მიაწოდოს ინფორმაცია დამკვეთს მიმდინარე სამუშაოების შესახებ, რაც მეტად კომფორტულს ხდის ჩვენთან ურთიერთობას;

კომპანიის პრიორიტეტებია

პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობის უნარი, სანდოობის მაღალი დონე, პუნქტუალურობა და კომუნიკაციის მოქნილი სისტემა; მაქსიმალური ჩართულობა და კონსულტაციები პროექტირების ნებისმიერ ეტაპზე; ოპერატიული რეაგირება ნებისმიერ დასმულ კითხვაზე თუ წამოჭრილ საკითხზე; დათქმულ დროში დოკუმენტაციის ჩაბარება; პროექტის წარმატებით დასრულება!

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
09/08/2018
S
Saba Chikviladze
S