სამშენებლო ინვესტიციები

სამშენებლო კომპანიები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. ცაგარელის 57

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

სამშენებლო ინვესტიციები არის, შპს სამშენებლო ინვესტიციები, საიდენტიფიკაციო კოდი:405089309

 

კომპანია სამშენებლო ინვესტიციები, ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, დეველოპერული, სამშენებლო და საკონსულტაციო კომპანიებს შორის, რომელიც 2015 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ მარკეტზე.
ამ მოკლე პერიოდის მანძილზე, კომპანიამ განახორციელა 3 საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ჯამში 100,000კვ.მ-ს შეადგენს.
ამჟამად, კომპანია პარალელურად განახორციელებს, დამატებით 3 საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, თბილისის ცენტრალურ უბნებში, ხოლო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს 1 საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ბათუმში.
სამომავლოდ კომპანია გეგმავს, როგორც სასტუმროების, ასევე საავადმყოფოების მშენებლობასაც.
კომპანია, სამშენებლო ინვესტიციების მიერ განხორციელებულ ყველა მშენებლობაზე, გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური, ევროპული სტანდარტების მქონე სამშენებლო მასალა.
კომპანია სამშენებლო ინვესტიციების მიერ განხორციელებული ყველა მშენებლობა დაზღვეულია, რაც უზრუნველყობს, მობინადრეებისთვის საცხოვრებელი ფართების დროულ გადაცემას.

კომპანია სამშენებლო ინვესტიციების მისია
კომპანია სამშენებლო ინვესტიციების მიზანია შეინარჩუნოს მოწინავე ადგილები ბაზარზე, კიდევ უფრო განვითარდეს და მომხმარებელს უწყვეტად შესთავაზოს, ინოვაციური, ხარისხიანი და მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი ფართები.

კომპანია სამშენებლო ინვესტიციების ფასეულობები
კომპანია სამშენებლო ინვესტიციებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მოპოვებული ნდობა. კომპანიის გუნდი, აქტიურად მუშაობს, რომ მიწოდებული პროდუქტმა, მომხმარებლის მოლოდინს გადააჭარბოს. ჩვენთვის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს, ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილება.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S