სტომატოლოგიური კლინიკა კონფიდენტი

სტომატოლოგიური კლინიკა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 33ა

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-21:00 შაბ: 10:00-21:00 კვ: 10:00-21:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

კომპლექსურ მკურნალობას და პერსონალიზებულ მიდგომას თითოეული პაციენტისთვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია გაზარდოს მკურნალობის ეფექტურობა იმისთვის რომ მივაღწიოთ იდეალურ ესთეტიკას ღიმილის დროს.
ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ესთეტიურ რეაბილიტაციას ბუნებრივ კბილებსა და იმპლანტებზე.
ჩვენ ვთვლით რომ ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობის სრული კურსი, რაც გულისხმობს გვირგვინებისა და ღრძილების „ოქროს კვეთის“ პრინციპით ბიოლოგიური საზღვრების წინასწარ დადგენას და სამივე კომპონენტის: ტუჩების, კბილების, ღრძილების ერთმანეთთან დაბალანსირებას და ჰარმონიაში მოყვანას. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტის პირის ღრუში არსებული სიტუაცია გადაგვაქ ციფრულ ვერსიაში და შესაბამისად „ვმკურნალობთ“ ციფრულ ფორმატში. შემდეგ იდენტურ მკურნალობას ვახორციელებთ უკვე პირის ღრუში. სანამ მკურნალობის განხორციელებას დავიწყებთ ჯერ ვახდენთ მკურნალობის სიმულაციას. რაც გვაძლევს საშუალებას რომ თავიდან ავიცილოთ არასასურველი შედეგები. ჩვენ მივმართავთ მკურნალობის იმ მეთოდს რომელიც ითვალისწინებს კბილის ბუნებრივი ქსოვილების მაქსიმალურად დაზოგვას (ნაკლებ ინვაზიურობას), რაც იძლევა ნებისმიერი გვირგვინისა და კონსტრუქციის საიმედოობას.
ჩვენ გვჯერა რომ ღიმილი არის ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოხატულება. ამ დროს ადამიანი გამოხატავს მის შინაგან ემოციას და ღიმილითვე ვსაზღვრავთ ბედნიერების დონეს რომელიც აისახება თითოეული ადამიანის სახეზე. ამიტომ ეს მდგომარეობა უნდა იყოს თავდაჯერებული და თავისუფალი ყველანაირი დაბრკოლებებისაგან. თავდაჯერებულობისა და თავისუფალი ღიმილის დაბრკოლების შემთხვევაში ადამიანი იწყებს თავისი ღიმილის გაკონტროლებას, რაც პრობლემებს უქმნის ემოციების გამოხატვას და შესაბამის ადამიანის თვითშეფასებაც კლებულობს. ყველა ამ პრობლემების მოგვარების შემდეგ ადამიანი იბრუნებს არა მხოლოდ ღიმილს, არამედ თავისუფლებას და გამბედაობას ემოციების გამოხატვის დროს, რაც მატებს თავდაჯერებულობს და ასევე ხელს უწყობს ადამიანს რომ იყოს ის ვინც სინამდვილეში არის. ჩვენი გუნდისთვის ეს არის სილამაზის ნამდვილი განსაზღვრება და შესაბამისად ამ პრინციპების გათვალისწინებით ჩვენ კლინიკას ვუწოდეთ „კონფიდენტი“.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
11/05/2018
S
Saba Chikviladze
S