ევრომედი

ჯანდაცვა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ლუბლიანას ქ. 36

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 00:00-00:00 შაბ: 00:00-00:00 კვ: 00:00-00:00

გადახდის ტიპი

visa master-card cash prime-card maestro bank-transfer
დაზღვევა
სტაციონალური მომსახურება
პარკინგი
Wi-fi

კლინიკა „ევრომედი“ დაარსებულია 1995 წელს სარეგისტრაციო სახელწოდებით „დიაგნოსტიკური სერვისი“. დაარსების დღიდან ფუნქციონირებს და საკმაო პოპულარობით სარგებლობს ინტერვენციული კარდიოლოგიის პროფილით.

კარდიოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს მ.მ.დ. გიორგი ხაბეიშვილი.

2011 წლიდან გერმანიის ქალაქ ჰილდესჰაიმის კლინიკასთან გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ და ამით საფუძველი ჩაეყარა ახალი პროექტის – გერმანულ–ქართული კლინიკა „ევრომედის“ – განვითარებას, რაც გულისხმობს ამავე კლინიკაში კარდიოლოგიასთან ერთად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულების დანერგვას – ზოგადი ქირურგია, სისხლძარღვების ქირურგია, პროქტოლოგია, თორაკოქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ორთოპედია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია.

გერმანიის კლინიკა და მისი სპეციალისტები წარმოადგენენ გერმანიის კიბოს საზოგადოებას და, შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიებით და მეთოდებით ასრულებენ ონკოლოგიურ ოპერაციებს.

კლინიკა დაკომპლექტებულია უახლესი ტექნოლოგიების დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, საოპერაციო და პოსტოპერაციული აპარატურით, შექმნილია პაციენტებისთვის კომფორტული გარემო და უზრუნველყოფილია მუდმივი ყურადღება პროფესიონალი პერსონალის მხრიდან.

დღეს გერმანულ–ქართული კლინიკა „ევრომედი“ სრულყოფილად ფუნქციონირებს და გერმანელი სპეციალისტების და პროფესიონალთა გუნდის მიერ ევროპული სტანდარტებით ახორციელებს პაციენტთა დიაგნოსტირებას და მკურნალობას.

  • კარდიოლოგია,
     
  • ინტერვენციული კარდიოლოგია (კორონაროგრაფია, სტენტირება),
     
  • ანგიოქირურგია,
     
  • მიკროქირურგია,
     
  • ზოგადი ქირურგია,
     
  • გინეკოლოგია,
     
  • ორსულთა მონიტორინგი,
     
  • ნევროლოგია,
     
  • ენდოკრინოლოგია,
     
  • ფარისებრი ჯირკვლის ქირურგია,
     
  • ბავშთა და მოზრდილთა ორთოპედია,
     
  • უროლოგია, 
     
  • პროქტოლოგია.
მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
25/01/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z