ჩერი

(0 შეფასება)
თბილისი, დიდი ლილო, ალ. ქართველიშვილის ქუჩა, ნაკვეთი 726 Tbilisi, Georgia

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: არ მუშაობს შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

american-express cash master-card visa

ამჟამად ჩერი აწარმოებს ოთხი დასახელების ნალექიან ყავას:

"ჩერი კლასიკი" 
წარმოადგენს 100%-ით ნატურალური არაბიკას ყავის ჯიშების ნაზავს, აფრიკული ყავის მარცვლები მას აძლევენ ინტენსიურ, ძლიერ გემოს, სიბლანტესა და გამორჩეულ მჟავიანობას; ხოლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკული ყავის მარცვლები მატებენ ხილის, კენკროვნების, ყვავილის გემოსა და მძაფრ არომატს. 

"ჩერი ორიგინალი"
წარმოადგენს აზიური რობუსტასა და სამხრეთ ამერიკული არაბიკას ჯიშების ყავების ნაზავს. ძლიერი გემო, ზომიერი კოფეინის შემცველობითა და გაჯერებული არომატით. 

"ჩერი ნატიფი"
არის ყველაზე ნაკლებად რენტაბელური ჩერის პროდუქტებიდან, წარმოადგენს მუქად მოხალულ პროდუქტს აზიური რობუსტასა და სამხრეთ ამერიკული არაბიკას ჯიშის ყავების ნაზავს, რობუსტას ჯიშის ყავის დიდი წილის გამო გამოირჩევა კოფეინის შედარებით მაღალი შემცველობით, სამხრეთ ამერიკული არაბიკა კი აძლევს ძლიერ არომატს.

"ჩერი გოლდი" 
პრემიუმ კლასის უმაღლესი ხარისხის ყავაა, უძვირფასესი 100%-ით არაბიკას ჯიშის ყავების ნაზავი, შედარებით მუქი მოხალვა, გამოყენებულია აფრიკის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის იშვიათი ეგზოტიკური ჯიშის ყავები, საუცხოო არომატის მქონე, გოლდი - ჩერის ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია და შექმნილია იმისთვის რომ მოიხმაროთ და აჩუქოთ საყვარელ ადამიანებს ყველაზე ძვირფასი - ჩერი გოლდი.

და ასევე, ორი დასახელების ხსნად ყავას:

"ჩერი კლასიკური" 
ნატურალური ხსნადი ყავა გრანულებში - ხავერდოვანი, დახვეწილი, რბილი გემო შექმნილი ნამდვილი ყავის მოყვარულებისთვის

"ჩერი გოლდი"
ნატურალური ხსნადი ყავა სუბლიმირებული - არომატული, დაბალანსებული გემო. ყავა, რომელსაც შეიყვარებთ პირველი გასინჯვისთანავე.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ამ დროისთვის კომპანიაზე არ არის არცერთი შეფასება

იყავი პირველი, შეაფასე კომპანია

თეგები