სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი

სხვადასხვა(ორგანიზაციები)
5
(1 შეფასება)
თბილისი, მცხეთის ქ. 8/90

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი არის, ააიპ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი, საიდენტიფიკაციო კოდი:205054153

 

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" CCIIR წარმოადგენს არასამთავრობო (NGO) ანალიტიკურ/კვლევით ორგანიზაციას, რომელიც 2005 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა პროექტს განათლების მიმართულებით, შეისწავლის განათლების სისტემაში/სფეროში არსებულ პრობლემებსა და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განათლების პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. ორგანიზაცია მუშაობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონების არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის განვითარებისა და  მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშესაწყობად,მუშაობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების შექმნასა და განვითარებაზე. ორგანიზაცია ასევე უზრუნველყოფს ტრენინგ-სემინარებსა და ვორკშოპებს ბენეფიციარებისთვის და გამოსცემს პუბლიკაციებს, მათ შორის პოლიტიკის დოკუმენტებს/კვლევის ანგარიშებს, ბილინგვურ საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიურ რესურსებს, ენის სახელმძღვანელოებს, ლექსიკონებს,  ჟურნალებს, ელექტრონულ პროდუქტებს და სხვა.     


ორგანიზაციის მისია და ხედვა:

ადამიანთა უფლებების დაცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი საკითსებია. ამასთან, დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი პრინციპი მოქალაქეების სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის/ჩართულობის ხარისხით განისაზღვრება. მოქალაქეთა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა (სახელმწიფოს მართვა, ეკონომიკური დოვლათის და კულტურული ღერებულებების შექმნა) და ისეთი მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელიც კარგად არის ინფორმირებული სახელმწიფოში არსებულ სიტუაციის შესახებ ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მისიაა.

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები:

• სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა;
• სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ხელშესაწყობად შესაბამისი პროექტების, პროგრამების მომზადება და განხორციელება;
• უმცირესობათა უფლებების დაცვა;
• ინფორმაციის გავრცელება უმცირესობების უფლებების შესახებ;
• ეთნიკური უმცირესობების ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბება საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ;
• საზოგადოებაში პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალებება ეთნიკური უმცირესობების მიმართ;
• ეთნიკურ უმცირესობათა ადამიანური რესურსების მობილიზება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართვა;
• განათლების რეფორმის მხარდაჭერა და უმცირესობების უფლებების განსაზღვრა მათი მიმდინარეობისას;
• საგანმანათლებლო პროექტებისა და პროგრამების მომზადება და განხორციელება;
• ლინგვისტური ველის ფორმირების ხელშეწყობა;
• სახელმწიფო ენის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
• სახელმწიფო ენის სტატუსის უზრუნველმყოფი სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
• ბილინგვური სწავლებისა და არაქართულენოვანი სკოლების რეფორმირების ხელშეწყობა;
• ეროვნებათშორისო დიალოგის ხელშეწყობა;
• დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის, ინტეგრაციისა და დამკვიდრების ხელშეწყობა;
• კონფლიქტების პრევენციის და გადაწყვეტის ხელშეწყობა;
• უმცირესობათა ენების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის ხელშეწყობა;
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ლტოლვილთა, დევნილთა და სხვა შეჭირვებული მოსახლეობის შესახებ ონფორმაციის გავრცელების, მათი უფლებების დაცვის, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფები და ბენეფიციარები:

სომხებისა და აზერბაიჯანელების ორი ძირითადი ეთნიკური ჯგუფი დასახლებული სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში; ეთნიკური უმცირესობის სკოლები საქართველოში, სადაც სწავლების ენას წარმოადგენს არა ქართული, არამედ აზერბაიჯანული და სომხური; საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები/ფონდები, დონორები, მედია.

CCIIR - ის პროგრამები და პრიორიტეტები:

1. პროექტები მულტილინგვური/მულტიკულტურული განათლების მიმართულებით
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
3. ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება
4. ზრდასრულთა განათლება
5. წიგნიერება და ორენოვანი წიგნიერება 
6. განათლების პოლიტიკის შესწავლა და ანალიზი

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
01/07/2018
S
Saba Chikviladze
S