კავკასუს როუდ პროჯექტი

სამშენებლო კომპანიები
5
(1 შეფასება)
თბილისი, კ. აფხაზის ქ. 44

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს გზების მშენებლობის სფეროში. იგი 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წლის მანძილზე დარგის ლიდერად გადაიქცა. ასეთი სწრაფი ზრდა მაღალკონკურენტულ ბაზარზე მხოლოდ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვითა და მენეჯმენტის ეფექტურობის ხარჯზეა შესაძლებელი.

კომპანიის ხელმძღვანელმა, ბატონმა პაატა ტრაპაიძემ, დაარსების პირველივე დღეებიდან სწორედ ასე განსაზღვრა მთავარი კურსი - ინოვაციები და ეფექტური მენეჯმენტი. სწორედ ამის შედეგია განხორციელებული მასშტაბური პროექტები გზების, ხიდების, გვირაბების და აეროპორტის ასაფრენი ზოლის მშენებლობის სფეროში. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ იყო საქართველოს პირობებში ინოვაციური ტექნოლოგიის - ცემენტობეტონის გზატკეცილების და მაგისტრალების - ინიციატორი.

2012 წლის ივლისში კომპანიის დირექტორად დაინიშნა ბატონი ლევან ტრაპაიძე, ხოლო ბატონი პაატა ტრაპაიძე არის კომპანიის 100% წილის მფლობელი და გენერალური დირექტორი.

„კავკასუს როუდ პროჯექტი“ მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებზე დაყრდნობით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების, მიდგომების დანერგვას და ბაზარზე ფლაგმანად რჩება. ეს კი თავის მხრივ, დადებით როლს თამაშობს გზების მშენებლობის სფეროში კონკურენციის ამაღლების და ბაზრის განვითარების კუთხით.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S