კავკასიის ავტო იმპორტი

ავტომობილებით ვაჭრობა
5
(1 შეფასება)
ბათუმი, დ. აღმაშენებლის გამზ. 154

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

კომპანია კავკასიის ავტოიმპორტი (ინგლისურად: Caucasus Auto Import, LLC) დაფუძნდა 2004 წელს, საქართველოში, ქართველი და ამერიკელი პარტნიორების მიერ. კომპანია კერძო პირებს და ავტომობილებით მოვაჭრე დილერებს სთავაზობს ავტომობილის შეძენას ამერიკაში, ევროპაში და აზიაში და მის ტრანსპორტირებას და იმპორტს საქართველოში. დაფუძნებიდან დღემდე კომპანიამ მოახდინა 40,000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი და რეალიზაცია რეგიონში.

კომპანია წარმოდგენილია ფილიალების ფართო ქსელით (42 ფილიალი) როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში და სომხეთში. კომპანიის საშუალებით მომხმარებლებს აქვთ შეუზღუდავი არჩევანი ამერიკულ, ევროპულ და აზიურ ბაზრებზე და ეძლევათ საშუალება „შეაღწიონ“ ამ ბაზრების ისეთ იაფ სექტორებშიც, რომლებიც მიუწვდომელია იქაური ადგილობრივი მყიდველებისთვის. კომპანია ლიცენზირებულია მონაწილეობა მიიღოს წამყვან საავტომობილო აუქციონებში ამერიკაში, ევროპაში და აზიაში. არ არსებობს დამატებითი საშუამავლო რგოლები ჩვენს მომხმარებელსა და უცხოურ საავტომობილო ბაზრებს შორის, რაც განაპირობებს ჩვენთან შეძენილი ავტომობილებისთვის მინიმალურ, საბაზროსთან შედარებით გაცილებით დაბალ საბოლოო ფასებს.

გამართული, გამარტივებული და ოპტიმიზირებული ლოჯისტიკა, ავტომობილების დისტანციურად შემოწმების შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხავს სხვადასხვა რისკის ფაქტორებს. ნებსიმიერი ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება საუკეთესო რეპუტაციის მქონე ამერიკული ბანკები სადაც დეპოზიტები დაზღვეულია ამერიკის ფედერალური მთავრობის მიერ.

კავკასიის ავტოიმპორტი წარმოადგენს სააქციო საზოგადოება კავკასიის ბიზნეს ჯგუფი-ს წევრ კომპანიას. კავკასიის ბიზნეს ჯგუფი (www.cbg.ge) წარმოადგენს ათი კომპანიისგან შემდგარ ჰოლდინგური ტიპის გაერთიაენებას. ეს კომპანიებია: შპს კავკასიის ავტოიმპორტი; შპს კავკასიის ავტოსერვისი; შპს კაუკასუს ფორვარდინგ კომპანი; შპს კაუკასუს აუტო ექსჩეინჯი; სს კაუკასუს კრედიტი; შპს კაუკასუს ფაინენშიალ სერვისის; CFS ლეგალ გულედანი და პარტნიორები; შპს კაუკასუს რეალ ესთეით; შპს კაუკასუს პეინტს; სს ომიკრონსოფტ.

კავკასიის ავტოიმპორტი წარმატებით იყენებს კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სხვა წევრ კომპანიებთან პარტნიორობით წარმოქმნილ სინერგიებს და მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის იმპორტთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინოვაციურ, სტრუქტურირებულ პროდუქტებს - მაგალითად, სხვადასხვა ტიპის, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი და დაბალფასიანი დაფინანსების პროდუქტები, საჭიროების შემთხვევაში, იმპორტირებული ავტომობილის აღდგენის და გრძელვადიანი დაფინანსების პროდუქტები, სხვადასხვა ტიპის გარანტიები და სხვა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები