ქარდპრო

სარეკლამო კომპანია | მარკეტინგი | PR
5
(1 შეფასება)
თბილისი, ვ. ფშაველას II კვ. 9ა კორპ

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ქარდპრო არის, შპს ქარდპრო საიდენტიფიკაციო კოდი:404882392

 

კომპანია "Cardpro" დაარსდა 2010 წლის. კომპანიამ მიზნად დაისახა ქართულ ბაზარზე პლასტიკური ბარათების წარმოების დანერგვა. Cardpro-ს მიერ წარმოებული პროდუქცია მოიცავს პლასტიკური ბარათების სახეობების ფართო სპექტრს. სასაჩუქრე, საშეღავათო და ბონუს ბარათები, ასევე, სადაზღვევო, საკლუბო, საიდენტიფიკაციო, სარეკლამო, საწევრო ბარათები და სხვა. 

ბარათები მზადდება, როგორც პრიალა, ასევე გლუვი ზედაპირით. წარმოებისას გამოყენებულია ბარათის პერსონიფიცირების თანამედროვე საშუალება კერძოდ მაღალი ხარისხის (Hi-Co). ბარათზე შესაძლებელია მაგნიტური ზოლის, ბარ-კოდის, უკონტაქტო ჩიპისა და (ე.წ. Smart-ბარათი) ემბოსირებული სიმბოლოების დატანა. 
ბარათების დაბეჭდვა ხდება სტანდარტულ პლასტიკურ, ასევე, ოქროსა და ვერცხლის მასალაზე.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას იძლევა დამზადდეს მაღალი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი სირთულის დიზაინით, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. 

პლასტიკური ბარათები პირველად საბანკო სფეროში ჩნდება, საკრედიტო და სადებეტო ბარათების სახით. ეკონომიკის სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია პლასტიკური ბარათის გამოყენების არეალის გაზრდა. გაჩნდა დაგროვებითი, საბონუსე, ფასდაკლების, იდენტიფიცირებისა და სხვა დანიშნულების ბარათები, რომლის გამოყენება დაიწყეს სავაჭრო ცენტრებში, სამედიცინო და სადაზღვევო დაწესებულებებში, გასართობ და სილამაზის ცენტრებში, ასევე, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში. დღეისათვის  პლასტიკური ბარათი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
11/08/2018
S
Saba Chikviladze
S