CWC.ge - რობის სამრეცხაო

ქიმწმენდა | რეცხვა
5
(2 შეფასება)
თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 9ა

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-20:00 შაბ: 10:00-20:00 კვ: 10:00-20:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash
ავტოსამრეცხაო

სიეიჩ ქარვოშის ისტორია

სი ეიჩ ქარვოშ კომპანი დაფუძნდა 2011 წელს და დღემდე ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა ქართულ ავტოსამრეცხაო ბაზარზე. კომპანიისათვის ბაზარზე დამკვიდრება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მკაცრი კონკურენციის პირობებში, აქედან გამომდინარე, თვითდამკვიდრების ერთადერთ საშუალებად მენეჯმენტმა მიიჩნია დაბალი ფასები და დღემდე, აღებულ პოლიტიკას კომპანია არ ცვლის, მაქსიმალურად დაბალი ფასი, მომსახურების ხარისხის შეუცვლელად. კომპანიამ შემქნა ავტოსამრეცხაო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით, დაიწყო მუშაობა პატრნიორ (სუბკონტრაქტორ) ავტოსამრეცხაო სადგურებთან ერთად და მალევე დაიმკვიდრა საკუთარი სახელი ქართულ ავტოსამრეცხაო ბაზარზე.

ხარისხი
დაბალი ფასის პოლიტიკის გატარების მიუხედავად, კომპანია დღენიადაგ შრომობდა რათა არ მომხდარიყო უხარისხო მომსახურების გაწევა ჩვენი ერთგული მომხმარებლისათვის. აქედან გამომდინარე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ბაზარზე შემოსვლისთანავე ხარიხსის კონტროლის დეპარტამენტი შექმნილიყო რომლებიც იქნებოდნენ ზედამხედველები კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებაზე. ხარისხის მაკონტროლებელ ოფიცრებს დაევალათ არა მხოლოდ შიდა ქსელში ხარისხის კონტოლი არამედ პატრნიორ (სუბკონტრაქტორ) ავტოსამრეცხაო სადგურებზეც.

მომსახურების სიწრაფე
კომპანია კარგად აცნობიერებს რომ თანამედროვე პირობებში, განვითარების ტემპებიდან გამომდინარე, დღითი-დღე უფრო და უფრო ნაკლები თავისუფალი დრო აქვს, აქედან გამომდინარე ადამიანისათვის ძვირად ფასობს თავისუფალი დრო და არანაერი სურვილი არ აქვს ფუჭად დაკარგოს იგი. სწორედ ამიტომ კომპანია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს იმისათვის რათა შემცირდეს მომსახურების დრო, ხარისხის და ფასის შეუცვლელად. ამ ეტაპზე კომპანიის ამოცანაა სედანის ტიპის ავტომობილის სრული რეცხვისათვის მაქსიმუმ 20 წუთი, ჯიპის ტიპის ავტომობილისათვის კი 25 წუთი. რაც შეეხება ავტომობილის ქიმიურ წმენდას, საკმაოდ რთულია დადგენილ იქნეს კონკრეტული დროის ლიმიტი, ვინაიდან იგი ინდივიდუალურია, დამოკიდებულია მანქანის სისუფთავის ხარისხზე, საორიენტაციოდ კი 3 საათიდან 5 საათამდე არის დადგენილი.

ღირებულება
კომპანიის პოლიტიკაა მომსახურების დაბალი ფასები, სწორედ ამაზე მეტყველებს ჩვენი მომხმარებლის სიმრავლე. ჩენი კომპანია პირველი არის საქართველოში რომელმაც მინიმალური ფასი დაადგინა ავტომობილის ქიმიური წმენდისათვის და ამით რევოლუცია მოახდინა ქართულ ბაზარზე. დაბალ ფასზე და მაღალ ხარისხზე რათქმაუნდა მომხმარებელთა რადიკალური ზრდა გამოიწვია, საჭირო გახდა ქსელის გაფართოება, რის გამოც ახალი ამოცანების წინაშე დადგა კომპანია.

მოვლა
ჩვენ კომპანიას 2011 წლიდან დღემდე 30 000 ავტომობილი მხლოდ სატალონი სისტემით აქვს გარეცხილი, ამავდროულად ყველა პარტნიორთან, დაფუძნებიდან დღემდე ვთანამშრომლობთ და არცერთი ხელშეკრულება არ გაწყვეტილა მომსახურების უხარისხობის, სიძვირის, ან ავტომობილის დაზიანების გამო. რა თმა უნდა შეუცდომელი არავინაა, მათ შორის არც ჩვენ, აქედან გამომდინარე იყო რამდენიმე ადამიანური შეცდომა, თანამშრომლის მიერ გაუფრთხილებლობით გამოწვეული, ასეთ დროს კომპანიამ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აუნაზღაურა ზიანი დაზარალებულ მომხმარებელს.
ჩვენი კომპანია ავტოსამრეცხაო მომსახურებას სატალონო სისტემით ახორციელებს სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთათვის, ამათან ერთად ვემსახურებით მოქალაქეებს.

2010 წლიდან დღემდე ჩვენ ვემსახურებით:
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო http://www.heritagesites.ge/
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო http://www.mcs.gov.ge/
- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო http://www.mcla.gov.ge/
- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 
http://msy.gov.ge/
- საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო
- საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტო 
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი http://www.iliauni.edu.ge/
- აფხაზეთის მთავრობა http://abkhazia.gov.ge/
- შპს ენერგოტრანსი http://www.energotrans.com.ge/
- შპს დაცვის სამსახური "გიგანტი"
- ააიპ საქართველოს რაგბის კავშირი http://rugby.ge/

მეტის ნახვა

მიმოხილვები

<3
21/04/2018
გიო ჭუმბურიძე
*****
13/12/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები