CCS

სამშენებლო მასალები | სარემონტო საშუალებები
5
(2 შეფასება)
თბილისი, რომის ქ. 2

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 08:00-17:00 შაბ: 08:00-17:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

cash bank-transfer
კატალოგიდან შეკვეთა
მიტანის სერვისი
პარკინგი
Wi-fi

შპს "ცცს" საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან მოღვაწეობს. მის მიზანს, ფუნქციონირების პირველივე დღიდან, წარმოადგენს მომხმარებლებისთვის ხარისხიანი პროდუქციის ხელსაყრელ ფასად მიწოდება.

კომპანია "CCS", გარდა რეალიზაციისა, მომხმარებლებს სთავაზობს კონსულტაციებს ფასადის სისტემებთან და მის მოსაპირკეთებელ მასალებთან დაკავშირებით. კომპანია ითავსებს რა შუამავლის ფუნქციას, დამკვეთს სთავაზობს სასურველი მასალის ოპტიმალური ვარიანტის მოძიებას თურქეთის მასშტაბით და უზრუნველყოფს დამკვეთის და საწარმოს დაკავშირებას ერთმანეთთან. აღნიშნული პროცესი საგრძნობლად აიაფებს მასალის საბოლოო ღირებულებას.

კომპანია  მომხმარებლებს სთავაზობს:

  • ალუმინის კომპოზიტ პანელი/დიბონდი
  • ფასადის სისტემა
  • უჟანგავი მეტალი
  • ავტომატურად მოსრიალე მინის კარი

P.S. შეკვეთის შემთხვევაში, შესაძლებელია ნებისმიერი მოსაპირკეთებელი და სამშენებლო მასალის ჩამოტანა.

ალუმინის კომპოზიტური პანელი არის მყარი და მსუბუქი მასალა, რომელიც ძალიან მოხერხებულია დამუშავებისთვის. კომპოზიტური პანელისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ალუმინის დაფარვის სისქეა, რომელიც ფარავს პანელს ორივე მხრიდან და წარმოადგენს ხარისხის ერთ-ერთ ინდიკატორს. 

კომპანია "ცცს"-ში ხელმისაწვდომია:

  • 0,30; 0,40 და 0,50 მიკრონი დაფარვის და
  • 1,25X3,20 მ; 6X1,25 მ ზომის მქონე დიბონდები.

დიბონდის გამოყენების სფეროები:

  • ფასადის მოპირკეთება
  • რეკლამის დამზადება.
მეტის ნახვა

მიმოხილვები

მადლობა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციისთვის
25/01/2017
ანი კვერნაძე
*****
25/01/2017
T
Tamu Chagiashvili
T

თეგები