ბიზნეს მედია ჯორჯია

სატელევიზიო კომპანიები
5
(1 შეფასება)
თბილისი, თბილისი

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-21:00 შაბ: 10:00-21:00 კვ: 10:00-21:00

გადახდის ტიპი

cash

Business Media Georgia წარმოადგენს მულტიმედიურ რესურსს, რომელიც თავს უყრის ახალ ამბებს ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ როგორც სატელევიზიო გადაცემებში, ისე და ონლაინგამოცემაში. Business Media Georgia-ს სატელევიზიო პროდუქტებია გადაცემები: "საქმის კურსი", "ანალიტიკა“, "საქმიანი დილა“, "ქალების ნარატივი“. BMG-ის გადაცემების ნახვა ყოველდღიურ რეჟიმში შესაძლებელია TV Pirveli-ის პირდაპირ ეთერში. საინფორმაციო სააგენტო BM.ge მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეების შესახებ. ამასთანავე მკითხველს ვთავაზობთ მიმდინარე მოვლენების ანალიზს, ინტერვიუებს სფეროში მოღვაწე პირებთან და დღის მთავარ სიახლეებს. ვებგვერდი მკითხველს სთავაზობს გადაცემების: "საქმის კურსი“, "ანალიტიკა" "ქალების ნარატივი“ და „საქმიანი დილა" ვიდეოსიუჟეტებს. ჩვენი მიზანია, მკითხველსა და მაყურებელს ობიექტური და ექსკლუზიური ინფორმაცია ოპერატიულად მივაწოდოთ. 

BM.ge-ზე მკითხველს შეუძლია გაეცნოს სხვადასხვა ვალუტის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემებს. ვებგვერდზე მოქმედებს სპეციალური კალკულატორი, რომელიც მომხმარებლებისთვის კომფორტულად ახდენს კონვერტაციას მათთვის სასურველ ვალუტაში. 

BM.ge წარმოადგენს რესურსს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეომასალას (LIVE) ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეების შესახებ.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
24/04/2018
S
Saba Chikviladze
S