ბრიტანული სახლი

სასწავლო ცენტრი
5
(1 შეფასება)
თბილისი, პ.ასლანიდის ქ.14

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00 - 20:00 შაბ: 10:00 - 20:00 კვ: 10:00 - 20:00

გადახდის ტიპი

visa master-card bank-transfer
პარკინგი

ბრიტანული სახლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე განათლების საკონსულტაციო და გაცვლითი პროგრამების ცენტრია საქართველოში. ჩვენი ცენტრი გაიხსნა და წარმატებით მუშაობს 2004 წლის გაზაფხულიდან. ჩვენ ვართ სასწავლო პროგრამების საქმეში დახელოვნებული პროფესიონალები, რომლებსაც განათლება მიღებული გვაქვს დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა სკოლებში და პირადად გამოვცადეთ იმ პროგრამების ხარისხიც და შედეგიც, რომლებსაც თქვენ გთავაზობთ.

ბრიტანული სახლი, როგორც საგანმანათლებლო სააგენტო მუდმივად თანამშრომლობს ბრიტანეთის საბჭოსთან. ეს თანამრომლობა გამოიხატება სხვადასხვა ტიპის ხელშეწყობაში, რომლითაც პრივილეგირებულია ჩვენი ცენტრი. ესაა პროფესიულ ტრენინგ-პროგრამებში მონაწილება და დიდ ბრიტანეთში გასაცნობ ტურებზე მიწვევა, ესაა საგანმანათლებლო და სავიზო სიახლეების გაცვლა და რაც მთავარია, ბრიტანეთის საბჭოს მიერ კლიენტების ჩვენი სააგენტოსადმი მომართვა და რეკომენდაცია.
5 წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული სტუდენტი გავუშვით სასწავლებლად, მათ შორის ასამდე წარმატებული პროფესიონალი, 30-დან 55 წლამდე. ჩვენი კლიენტების დიდი ნაწილი საბანკო-საფინანსო და ბიზნეს სექტორიდანაა, მზარდი რაოდენობით მოგვმართავენ სახელმწიფო სექტორში მომუშავე სპეციალისტები. ჩვენი დახმარებითა და რჩევით ინგლისური ენის ცოდნა გაიღრმავეს ათეულობით პარლამენტის წევრმა, პოპულარულმა ტელე-წამყვანებმა, წამყვანი ბიზნესებისა და ბანკების დირექტორებმა.
ჩვენი პარტნიორი, ინგლისური ენისა თუ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, ისევე როგორც პროფესიული კოლეჯები და უნივერსიტეტები, შერჩეულია ყველაზე მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით. ჩვენ ვეცადეთ ძალიან დიდი სიიდან ამოგვერჩია ყველა ბიუჯეტის შესაბამისი სკოლების ნაკრები, რომელიც უზრუნველყოფენ ფასისა და ხარისხის ოპტიმალურ ვარიანტს. 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

******
23/01/2017
B
Beqa Burjanadze
B

თეგები