ბუტიკ სასტუმრო - Chalet
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი

სასტუმრო "Chalet” შესანიშნავი ადგილია ზამთრის დღეების ბაკურიანში გასატარებლად. აქ ყველა პირობაა შექმნილი დაუვიწყარი დასვენებისათვის. სუფთა ჰაერი, ულამაზესი ბუნება და მყუდრო, ლამაზი ოთახები სასიცოცხლო ენერგიით აგავსებთ და ყველა საზრუნავისგან გაგათავისუფლებთ. სასტუმრო ნაძვნარში, ბაკურიანის პარკის მახლობლად დგას და მიუხედავად ქალაქის ცენტრთან სიახლოვისა (490მ), სრულიად იზოლირებულია ხმაურისა და გამონაბოლქვისგან.
ორსართულიან შენობაში არის 7 ფეშენებელური ნომერი:
• 5 სამადგილიანი ნომერი (ორადგილიანი საწოლი + დივანი)
• 1 საოჯახო ნომერი (ორადგილიანი საწოლი + დივანი + საბავშვო ორსართულიანი საწოლი)
• 1 ორადგილიანი ნომერი
★ ყველა ნომერი აღჭურვილია უახლესი პლაზმური ტელევიზორებითა და უსადენო ინტერნეტით (wi-fi)
"Chalet” მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ჩვენს ყველა სტუმარს შესაძლებლობა აქვს, უგემრიელესი ქართულ/ევროპული კერძები დააგემოვნოს და ოთახის აივნიდან თოვლიანი ბაკურიანის განუმეორებელი ხედით დატკბეს. "Chalet"-ში ყველაზე თბილი ატმოსფეროა ზამთრის სუსხიანი დღეების გასატარებლად, რაც მას ბაკურიანის ყველაზე მყუდრო და დახვეწილ სასტუმროდ აქცევს.