ბლაუენშტაინ საქართველო

კვების პროდუქტებით ვაჭრობა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. წერეთლის გამზ. 67

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-20:00 შაბ: 10:00-20:00 კვ: 10:00-20:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ბლაუენშტაინ საქართველო არის, შპს ბლაუნშტეინ საქართველო, საიდენტიფიკაციო კოდი: 237978364
ჩვენი ვებ გვერდია:btq.ge
 

ყველაფერი 2008 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც გაჩნდა იდეა, რომ საქართველოშიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო კომპანია, რომელიც მომხმარებელს ყველაზე გამორჩეულსა და განსხვავებულ პროდუქციას შესთავაზებდა. 

იდეა განხორციელდა და დაარსდა ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“, რომელიც ქართველი გლეხების მიერ ნატურალური პროდუქტების წარმოების ტრადიციულ მეთოდებსაც იყენებს და ასევე, ჩვენს ქვეყანაში ევროპულ სტანდარტებსა და რეცეპტებსაც წარმატებით ნერგავს.

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში პირველმა სწორედ „ბლაუენშტაინ საქართველომ“ დაიწყო ე.წ. „დავარგებული ხორცის“ წარმოება. 

                                      რას ნიშნავს „დავარგებული ხორცი“?

დავიწყოთ იმით, რომ ხორცის დავარგების  მეთოდი საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა - ხორცი სპეციალური დავარგების მაცივრებში  21 დღის განმავლობაში ინახება. 
მთელი ამ დროის მანძილზე მაცივრებში ბნელა, ტემპერატურა 0-2 გრადუსია, ტენიანობა 85-93 პროცენტი, ჰაერის დაბერვის სიჩქარე კი - 4 მ/წმ. ამასთან ერთად, მაცივრები ისეთი სისტემებითაა აღჭურვილი, რომ არ ხდება ხორცის შოკური გაციება ან გადახურება. დავარგების  პერიოდში ხორცი უსარგებლო წყლისაგან სრულად იცლება, ასევე, თავისუფლდება მჟავიანობისგან (PH). 
საბოლოო ჯამში, ხორცი რბილი და არომატული ხდება. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მომზადებისას აღარ იკლებს წონაში და ზედმეტისაგან უკვე თავისუფალია.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ დავარგებული ხორცის ყიდვისას მომხმარებელი თანხას მხოლოდ ხორცში იხდის და არა - წყალში.
ამ უმნიშვნელოვანესი დეტალების გათვალისწინებით და საკმაოდ შრომატევადი მეთოდით დამუშავებული მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მხოლოდ „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ბრენდის სპეციალიზებულ მაღაზიაში იყიდება.
განვლილი წლების შეჯამებით, თამამად შეგვიძლა ვთქვათ, რომ „ბლაუენშტაინ საქართველო“ უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხს და სრულად აკმაყოფილებს ჰიგიენურ მოთხოვნებს წარმოების თითოეულ რგოლში და საბოლოოდ, პროდუქტების მომხმარებელზე გაყიდვამდე.
ასევე, თამამად ვამბობთ, რომ:
• ჩვენს მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული პროდუქცია თავისუფალია ქიმიკატებისა და მავნე ნივთიერებებისაგან, რომლებიც საქონლის ინდუსტრიული მოშენების თანმდევია; 
• ჩვენს მიერ წარმოებული ხორცპროდუქტები თავისუფალია იმ ტოქსინებისაგან, რომლებიც პირუტყვში ინდუსტრიულ სასაკლაოებზე საქონლისადმი ბრუტალური მოპყრობით გამოწვეული სტრესის გამო გროვდება;
• ვაყალიბებთ და ვქმნით საპილოტე ფერმებს, რომლებიც გამიზნულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში ადგილობრივი პარტნიორების სწავლება/ფორმირებისთვის;
• ვაშენებთ სასაკლაოებს, აგრეთვე, სასწავლო ცენტრებს ყასბების მოსამზადებლად, რომლებიც მომავალში ჩვენს პერსონალად მოიაზრებიან;
• ვაყალიბებთ ყველისა და რძის პროდუქტების წარმოების სასწავლო ცენტრებს;
• ვქმნით და ვაყალიბებთ ვეტერინარული მოვლის სასწავლო ცენტრებს, სადაც მომზადებას გადის „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მთელი პერსონალი და ეუფლება ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვას, ასევე, ეკოლოგიურ მიდგომას, ფერმაში მოთავსებული საქონლისადმი პასუხისმგებლობითა და პატივისცემის გრძნობით მოპყრობას.
• საქონლის მოშენება, ხორცპროდუქტებისა და რძის პროდუქტების დამზადება ადგილობრივი გლეხების მეთოდებზე დაყრდნობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საშუალებას იძლევა, მომხმარებელს ორიგინალური გემოს მქონე ჯანსაღი საკვები პროდუქტი შევთავაზოთ; 
• საქონელი მოშენებულია ღია სივრცის მქონე ფერმებში, პირუტყვი ძოვს და თავისუფლად გადაადგილდება დიდ სავარგულებსა და საძოვრებზე. ფიზიკური აქტივობა ფასდაუდებელია საქონლის განვითარებისათვის და მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია ბუნებრივი, ჯანსაღი პროდუქციის მიღების თვალსაზრისით;
• ჩვენ გვსურს შევთავაზოთ სოფლის მაცხოვრებლებს გრძელვადიანი, ეკონომიკურად მომგებიანი საქმიანობა მათსავე კუთვნილ მიწაზე, რაც საშუალებას მისცემს სოფლის მოსახლეობას, არ მიატოვოს საკუთარი მიწა-წყალი.
• ადგილობრივების საქმიანობა უდიდეს წვლილს შეიტანს მათი რეგიონის განვითარებაში, ხოლო ზოგიერთ მათგანს სამომავლოდ ტურისტების მოზიდვის საქმეშიც დაეხმარება.

 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
24/02/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები