საბანკო სწავლების ცენტრი

სასწავლო ცენტრი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ტ.შევჩენკოს ქ.5

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 10:00-19:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

cash bank-transfer

საბანკო სწავლების ფეისბუკის შექმნის დანიშნულებაა დაიტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია ცენტრის პროდუქტებზე და ტრეინინგ კურსებზე, აგრეთვე ცენტრის აქტივობაზე და დასქმებულ წარმატებულ ადამიანებზე.


"საბანკო სწავლების ცენტრი" დაარსდა 2007 წელს და წარმოადგენს წმინდა საბანკო პროფილის სპეციალიზირებულ სასწავლო ცენტრს. "საბანკო სწავლების ცენტრის" მიზანია საქართველოში საბანკო და საფინანსო სფეროს სპეციალისტთა მომზადებით საბანკო სისტემის საკადრო პოტენციალის გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმირების მხარდაჭერა.
ცენტრის მისიაა, გამოეხმაუროს საბანკო სექტორში არსებულ მოთხოვნებს, მოახდინოს საბანკო და საკრედიტო დაწესებულებების თანამშრომლების (ასევე ნებისმიერი პირის ვისაც სურს საბანკო დაწესებულებებში მუშაობის დაწყება ან ფინანსური ცოდნის გაღრმავება) გადამზადება უახლესი სტანდარტების პროგრამებით, რომლებიც საქართველოს საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებთან არის აპრობირებული.
ცენტრი გთავაზობთ საბანკო საქმის შემსწავლელ სასწავლო მოდულების ფართო არჩევანს:
1. საბანკო საქმის სრული კურსი(ხანგრძლივობა 5 კვირა), 
2. ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი(ხანგრძლივობა 3 კვირა),
3. სასესხებო ოპერაციები და პრობლემური სესხების მართვა( ხანგრძლივობა 4 კვირა)
4. კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასების კურსი(საკრედიტო ოფიცრის კურსი,ხანგრძლივობა 4 კვირა), 
5. ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება, რისკების მართვა(ხანგრძლივობა 3-5 დღე),
6. საბანკო ეთიკა, კომუნიკაცია და მარკეტინგი(ხანგრძლივობა 3 კვირა),
7. პრობლემური სესხების მართვა და ლიკვიდაცია(ხანგრძლივობა 2 კვირა),

საბანკო საქმის სრული კურსი, პროფესიული სტაჟირების პროგრამასთან ერთად, მთლიანად აპრობირებულია საბანკო დაწესებულებებში საბანკო კადრების შერჩევის არსებული მოთხოვნების და სპეციფიკის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ბანკებში მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლებას, რაც სავალდებულოა ბანკებში და საკრედიტო დაწესებულებებში მუშაობის დასაწყებად და შემდგომში თქვენი სწრაფი და ეფექტური ადაპტაციისათვის.
პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:
• საბანკო საქმის ისტორიას და ევროპის წამყვანი ქვეყნების საბანკო სისტემებს;
• ცენტრალური ბანკის წარმოშობის წინაპირობებს და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართულებებს;
• ბანკის, როგორც თანამდეროვე კორპორაციულ სტრუქტურას და მისი ფუნქციონირების პრინციპებს;
• კომერციულ ბანკებში ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმებს და ოპერაციათა ხასიათს, ეროვნული ბანკის შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით;
• კრედიტის ფუნქციებს და ფიზიკური და იურიდიული პირების კრედიტუნარიანობის შეფასების და დაკრედიტების პრინციპებს;
• პრობლემური სესხების მართვას და მონიტორინგს, სესხების რესტრუქტურიზაციას;
• კომერციული ბანკების მენეჯმენტის პრინციპებს;
• მარკეტინგულ სტრატეგიებს ბანკებში და თანამედროვე საბანკო პროდუქტების ფორმირების მეთოდებს;
• კომერციული ბანკის შემოსავლებისა და ხარჯების ფორმირების წყაროებს; ლიკვიდობის მაჩვენებლებს და რისკების მართვის მეთოდებს;
• საბანკო პროდუქტების გაყიდვების და პოზიციონირების პრინციპებს და პრეზენტაციებს საოფისე პროგრამების(Power point. Excel) ფართო გამოყენებით; 
• საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში გასაუბრების და უნარ-ჩვევების ფსიქოლოგიური ტესტების პრინციპებს; 
• კომუნიკაბელობის, გადაწყვეტილების მიღების და ახალი ინიციატივების წარმოჩენის ფსიქო-ტესტებს; 
• რეზიუმეების (CV) შედგენა და ქეისების მომზადებას. 
• ინგლისურ და რუსულ ენაზე ძირითადი საბანკო ტერმინოლოგიის შესწავლას;
დეტალური ინფორმაცია ტრეინინგ კურსებთან დაკავშირებით, კომერციულ ბანკებში ვაკანსიების ვრცელი ჩამონათვალითან ერთად თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საბანკო ასოციაციის ინტერნეტ გვერდიდან, მისამართზე: .http://www.abg.org.ge/
არ გადადოთ , ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*******
26/01/2017
B
Beqa Burjanadze
B

თეგები