აკასაკა

რესტორანი
(0 შეფასება)
თბილისი, 33a Zakaria Paliashvili Street, Tbilisi, Georgia

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 11:00-დან - 23:00-მდე შაბ: 11:00-დან - 23:00-მდე კვ: 11:00-დან - 23:00-მდე

გადახდის ტიპი

american-express cash master-card visa
რესტორანი
კვება
დაჯავშნა
მიტანის სერვისი

აზიური სამზარეულოს მოყვარულთათვის თბილისში, ზ.ფალიაშვილის 33ა-ში იაპონური რესტორანი “აკასაკა” გაიხსნა. რესტორნის შექმნის იდეა ნიკოლოზ ლეჟავას ეკუთვნის, რომელიც იაპონიაში 16 წლიანი ცხოვრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

„აკასაკას“ მთავარ იდეას და პრიორიტეტს წარმოადგენს, მომხმარებელს შესთავაზოს ნამდვილი იაპონური კერძები. აქ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს იაპონური სამზარეულოს როგორც ნაცნობი, ისე უცნობი კერძები.

რესტორნის მთავარი და ყველაზე გამორჩეული კერძი რამენია, რომელიც იაპონიაში ყველაზე პოპულარული ნუდლის წვნიანია. რამენი შეგიძლიათ მიირთვათ ყოველდღიურად, ლანჩზე, ვახშამზე და თუნდაც წასახემსებლადაც - ზუსტად ისე, როგორც, იაპონელები მიირთმევენ.

მინერალური ღირებულებების გამო, რამენს ასევე განსაკუთრებული პოზიცია უკავია, როგორც ნაბახუსევის დროს მისართმევ კერძს. იაპონიაში, ნაბახუსევზე "რამენია" (რამენის დუქანი) ყოველთვის ყველაზე პოპულარული არჩევანია მეგობრებს შორის.

„აკასაკა“ ასევე გამოირჩევა იმით, რომ ნუდლი მზადდება ადგილზე, იაპონიიდან ჩამოტანილი ძვირადღირებული დანადგარით, რაც უშუალოდ იაპონიაშიც კი განსაკუთრებულ რესტორნებში ხდება.

ჩვენთან სტუმრობისას თქვენ დაგხვდებათ თანამედროვე დიზაინით შექმნილი, კომფორტული სივრცე და რაც მთავარია მეგობრული პერსონალი, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავს თითოეულ სტუმარზე.

და ბოლოს, რას ნიშნავს „აკასაკა“ ? – „აკასაკა“ ტოკიოს ერთ-ერთი პოპულარული უბნის სახელწოდებაა, რომელთანაც რესტორნის დამფუძნებელს არაერთი ისტორია აკავშირებს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ამ დროისთვის კომპანიაზე არ არის არცერთი შეფასება

იყავი პირველი, შეაფასე კომპანია

თეგები