აჭარის ტელევიზია

სატელევიზიო კომპანიები
5
(1 შეფასება)
ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. 41

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-20:00 შაბ: 10:00-20:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

აჭარის ტელევიზია არის, შპს აჭარის ტელევიზია , საიდენტიფიკაციო კოდი:245675880

 

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსაჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. ორგანიზაცია შექმნილია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით.

მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებლის საქმიანობის თავისუფლება, ინტერესის სფერო და ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო აქტებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით და მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მიერ დადგენილი პროგრამული პრიორიტეტებით.

  • უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება.
  • უზრუნველყოს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს შორის.
  • უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
  • საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები.
  • პროგრამებში არ გამოხატოს თავისი აზრი.
  • ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი.
  • ეთერის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით.
  • პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება.
  • ბავშვთა და მოზარდთა ინტერესების შესაბამისი პროპორციით განათავსოს საბავშვო პროგრამები.
  • გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები, საარჩევნო კამპანიის პერიოდში და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვის დროს ეთერში გაშვებულ არჩევნებთან/რეფერენდუმთან/პლებისციტთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი.
  • ხელი შეუწყოს ქვეყნის თვითმყოფადობის, სულიერი ფასეულობებისა და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას;
  • სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები.
  • უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების,  მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომ − ნატო) და ევროკავშირში ინტეგრაციისპოპულარიზაცია.
  • უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ.

მაუწყებელი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად ისე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად ხელშეუხებელი იყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოში.  

აჭარის ტელევიზიის სათაო ოფისის მისამართია ბათუმი, მემედ აბაშიძის 41. რადიო განთავსებულია მისამართზე-ბათუმი, მემედ აბაშიძის 57.

აჭარის ტელევიზია ეთერში გავიდა 1987 წლის 4 ნოემბერს.

რადიოეთერით მაუწყებლობა 30-იანი წლებიდან იწყება; მას შემდეგ, რაც 1932 წლის 10 მაისს აჭარის ცაკთან შეიქმნა აჭარის რადიოგადაცემის კომიტეტი.

აჭარის ტელევიზიას და რადიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი მიენიჭა 2013 წლის 25 დეკემბერს.

ტელევიზია მაუწყებლობს თანამგზავრიდან AzerSpace 1:

AzerSpace 1, 46°E
Format MPEG4 
Standart DVB-S2 
Frequency (MHz) 11'094 
Polarization H (ჰორიზონტალური)
Symbol Rate 30000 
FEC 5/6

დაფარვის ზონა: ევროპა, ცენტრალური აზია, აფრიკის ჩრდილოეთი, ახლო აღმოსავლეთი.

რადიო მაუწყებლობს ტალღაზე:   FM104,5.

დაფარვის ზონა: აჭარა და მისი მოსაზღვრე რეგიონები.

აჭარის ტელევიზიის  ოფიციალური  საიტი: www.ajaratv.ge

რადიო აჭარის  ოფიციალური საიტი: www.radioajara.ge

სამართლებრივი სტატუსი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

 

ტელევიზიის ისტორია

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, ავტონომიურ რესპუბლიკებში გახსნილიყო ადგილობრივი ტელევიზიები. 

1983 წელს ბათუმში ჩამოვიდა საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგე. მინისტრთა საბჭოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა თათბირი, სადაც გადაწყდა, სასწრაფოდ დაწყებულიყო სამუშაოები აჭარაში ტელე-რადიომაუწყებლობის შექმნის თაობაზე.

საქართველოს ტელეცენტრს დაევალა ბათუმი-მწვანე კონცხის სარელეო ხაზის მონტაჟი, საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტს კი - ბათუმის ტელესტუდიის მოწყობა. აჭარის ტელე-რადიოკომიტეტის პირველ თავმჯდომარედ დაინიშნა ამირან ვადაჭკორია. სატელევიზიო სტუდიის  ტექნიკურ  უზრუნველყოფას ხელმძღვანელობდა ანზორ თალაკვაძე.

1987 წლის 9 მარტს საქართველოს მინისტრთა საბჭომ შექმნა შტაბი, რომელსაც დაევალა სატელევიზიო სტუდიის კონსტრუირება. შტაბს ხელმძღვანელობდა აჭარის საბინაო კომუნალური მეურნეობის მინისტრი ზაურ ფატლაძე.

აჭარის საწარმო და სამეურნეო ორგანიზაციებმა საკუთარი ფონდიდან მილიონ სამასი ათასი მანეთი გაიღეს  ტელეაპარატურის შესაძენად.

 სამუშაოებს  უშუალოდ აკონტროლებდნენ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გურამ ემირიძე და პარტიის საოლქო კომიტეტის მდივანი ნათელა დუმბაძე. ტელევიზიის დირექტორად  ლამარა ბოლქვაძედაინიშნა.

 საქართველოს ტელევიზიაში  სატელევიზიო კადრების სტაჟირების პროცესიდაიწყო.

 აჭარის ტელევიზიის პირველი საცნობის(ეგრეთწოდებული ქუდი) ესკიზი  მხატვარ მზია ხალვაშსეკუთვნის,  მუსიკა - ჯანსუღ კახიძეს. მელოდიის არანჟირება  ვახტანგ კახიძემგააკეთა. ესკიზის კომპიუტერული გრაფიკა  „ოსტანკინოში“შეიქმნა.

აჭარის ტელევიზიას ტრანსლაციის უზრუნველსაყოფად  მოძრავი სატელევიზიო სადგურიგადაეცა.

აჭარის ტელევიზია 1987 წლის 4 ნოემბერს    გავიდაეთერში.

პირველი გადაცემა მთავარმა რედაქტორმა, ჟურნალისტმა ანზორ ზამბახიძემ დაიწყო სიტყვებით: „ლაპარაკობს და უჩვენებს ბათუმი“.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო-მუსიკალური გადაცემა 45-47 წუთის ქრონომეტრაჟით პირველი არხის სიგნალს კვირაში ორჯერ:  სამშაბათსა და პარასკევს ჭრიდა. მწვანე კონცხის ანძა ადგილობრივ სიგნალს  18-დან  19 საათამდე მონაკვეთში რთავდა.

1997 წლიდან აჭარის ტელევიზიამ მიიღო 37-ე დეციმეტრული არხი. ტელევიზია ყოველდღიური პროგრამების მომზადებაზე გადავიდა. მეტრულ დიაპაზონზე  აჭარის ტელევიზია  პირველი არხის სიგნალს მხოლოდ  საინფორმაციო გამოშვებით, ყოველდღიურად, 22 საათის შემდეგ, მწვანე კონცხიდან  ჭრიდა.

1999 წლის შემოდგომაზე აჭარის ტელევიზია სატელიტურ მაუწყებლობაზე გადავიდა. იგი, პირველი არხის შემდეგ,  მეორე ქართული ტელევიზიაა, რომელიც თანამგზავრული სიგნალით გავრცელდა.  ფრანგული თანამგზავრული სატელიტი - „გლობკასტი“ აჭარის ტელევიზიის სიგნალის გავრცელებას   ევრაზიასა და ამერიკის კონტინენტზე  უზრუნველყოფდა.

2013 წლის  25 დეკემბერს,  აჭარის ტელევიზიასა და რადიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი მიენიჭა. მრჩეველთა საბჭომ, კონკურსის წესით, საზოგადოებრივი მაუწყებლის  სტატუსის ქვეშ აჭარის ტელევიზიის და რადიოს  პირველ დირექტორად სოსო სტურუა, სამი წლის ვადით, აირჩია.

არსებობის 30 წლის მანძილზე აჭარის ტელევიზიამ შექმნა ჩვენი ქვეყნის ისტორიის უნიკალური არქივი. ფონდში დაცულია  საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ქრონიკა, გამოჩენილი ადამიანების პორტრეტები, ეთნოგრაფიული სურათები და კულტურული მოვლენები, ორიგინალური გადაცემები და პროექტები.

დღეს აჭარის ტელევიზია  უზრუნველყოფს 24 საათიან მაუწყებლობას. პროგრამულად დატვირთულია 18 საათი. დღის განმავლობაში ოთხჯერ,  პირდაპირ ეთერში, გადის საინფორმაციო გამოშვება. მაუწყებელს აქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში,  უზრუნველყოს პირდაპირი ტრანსლაცია მოვლენის ადგილიდან და რეპორტაჟების ორგანიზება, პირდაპირი ჩართვის აპარატებითა და თანამგზავრული მაუწყებლით, დაფარვის ზონის ნებისმიერი წერტილიდან.

აჭარის ტელევიზიაში   313 თანამშრომელი მუშაობს.

ტელევიზიას აქვს 5 საკორესპონდენტო პუნქტი. მათ შორის, სამი - რეგიონში, ერთი - საპარლამენტო ქალაქ ქუთაისში, ერთი - დედაქალაქში.

 

რადიოს ისტორია

რადიომაუწყებლობის განვითარება საქართველოში სამხედრო დანიშნულების რადიოსადგურების  დამონტაჟებით იწყება. 1918 წელს თბილისში სამხედრო დანიშნულების მცირე სიმძლავრის გადამცემი სადგური არსებობდა. იგი უკავშირდებოდა ყარსს, ბაქოს, ერევანს, ასტრახანს და სარატოვს. მცირე სიმძლავრის რადიომიმღებები ფუნქციონირებდა ბათუმსა და ფოთში.

ბათუმის პორტიდან ტალღოვანი რადიოკავშირი მყარდებოდა  აკვატორიაში შემომავალ გემებთან.

1921 წლის საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა ამბობს, რომ  ქიაზიმ  ბეიმ  ბათუმის აღებისას  რადიო დაიკავა.

ქართული სამოქალაქო, სამაუწყებლო რადიოს ისტორია  თბილისში 1925 წლის 23 მაისის საცდელი გადაცემის ეთერში გასვლიდან იწყება.

ამავე წელს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის  დადგენილების შესაბამისად,შეიქმნა აჭარის რადიომოყვარულთა საზოგადოება, დაიწყო რადიომიმღებების დამონტაჟება მასობრივი თავშეყრის ადგილებში.

1925 წლის 26 მაისს ბათუმში რადიომიმღებით მოსკოვიდან პირველი ცნობა მიიღეს.

პირველი რადიოგადაცემის ეთერში გასვლის ზუსტი თარიღი დოკუმენტურად  არ დასტურდება. სავარაუდო თარიღები 1928 წლიდან 1932 წლამდე მერყეობს. დროის ამ მონაკვეთში, შესაძლებელია, რადიოეთერში ადგილობრივი უწყების ლოკალური გამოშვებები გასულიყო. ამ დროს ბათუმის რადიოსადგურს ტექნიკურად უნდა ჩაეჭრა მოსკოვის ან თბილისის რადიოარხი.

 ერთ-ერთი ვერსიით, პირველად აჭარის რადიომ მოსახლეობას  ინფორმაცია  მოსკოვის რადიოსიგნალის მიღების შესახებ მიაწოდა. ანუ, ვიდრე 1925 წლის 26 მაისს ბათუმი რადიომიმღების საშუალებით მოსკოვიდან   პირველ ცნობას მიიღებდა, ამავე არხის გამოყენებით, გადაიცა ინფორმაცია ამ მოვლენის  შესახებ. შესაძლებელია, ეს ფაქტი მივიჩნიოთ აჭარის რადიოს დაბადების სიმბოლურ დღედ.

აჭარის სახელმწიფო არქივში ინახება დოკუმენტი 1932 წლის 10 მაისს  აჭარის ცაკთან  აჭარის რადიოგადაცემის კომიტეტის შექმნის შესახებ.  რადიოკომიტეტის რწმუნებულის პოსტზე ალექსანდრე მიქელთაძედაინიშნა.

 აჭარის სახელმწიფო არქივში რადიოგადაცემების შესახებ პირველი დოკუმენტი 1937 წლის 1 ნოემბრით თარიღდება. იგი რადიოგადაცემების რეგისტრაციის ჟურნალს წარმოადგენს.

მაუწყებლობა 50-იან წლებამდე ბათუმის საქალაქო კვანძის მეშვეობით  ვრცელდებოდა. 50-იანი წლებიდან მოსახლეობას  ინფორმაცია მოკლე ტალღების გადამცემი რადიოსადგურით მიეწოდება, 1968 წლიდან კი 30 კილოვატიანი საშუალოტალღოვანი სადგური ამოქმედდა.   საშუალო სიგრძის  ტალღები თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა. აჭარის რადიოტალღების დაჭერა შეეძლო თურქეთის საზღვრებში მოქცეული ქართული სოფლების მოსახლეობასაც. ამ პერიოდში აჭარის რადიოს მაუწყებლობა სულ სამ საათს მოიცავდა: დილის 10-დან 11 საათამდე, საღამოს 5-დან-7 საათამდე.

1998 წლიდან აჭარის რადიოს მაუწყებლობის დრო 8 საათამდე გაიზარდა. 2001 წლიდან კი აჭარის რადიო, თანამგზავრული სადგურის მეშვეობით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს მოიცავს. ამ დროიდან მაუწყებლობა 24საათიანია.

აჭარის რადიომ, თავისი არსებობის მანძილზე,  უნიკალური ოქროს ფონდი შექმნა, სადაც დაცულია ქართველი მწერლების, პოეტების, ხელოვნების წარმომადგენლების და სახელმწიფო მოღვაწეების ხმები.

 ყველაზე ძველი ფირი 1953 წლით დათარიღებული ჩანაწერია. გალაკტიონ ტაბიძე  თავის შედევრს - „მთაწმინდის მთვარე“კითხულობს.

აჭარის სახელმწიფო არქივში აჭარის რადიოს ხმოვანი ფონდი რეგულარულად  1956 წლიდან ინახება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას, სამეურვო საბჭო განსაზღვრავს პროგრამულ პრიორიტეტებს და მონიტორინგს უწევს მათ შესრულებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე  2016 წლის 24 ოქტომბერს მრჩეველთა საბჭომ აირჩია ნათია კაპანაძე. ნათია კაპანაძე უფლებამოსილებას ახორციელებს 2016 წლის 21 დეკემბრიდან.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
17/08/2018
S
Saba Chikviladze
S