აირსოფტ არენა

გასართობი ცენტრი
5
(1 შეფასება)
თბილისი, თბილისი მოლი

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 13:00 - 01:00 შაბ: 13:00 - 01:00 კვ: 13:00 - 01:00

გადახდის ტიპი

cash maestro master-card visa
დაჯავშნის აუცილებლობა
პარკინგი

- რა არის Airsoft 

✅ აირსოფტი არის გუნდური საბრძოლო სპორტული თამაში, რეალისტური იარაღებით. შინაარსობრივად იგივეა რაც პეინტბოლი, ოღონდ არ ხდება საღებავების სროლა, იარაღები არის ნამდვილის კოპიები, ისვრის უფრო შორს, მაგრამ ბევრად ნაკლები წონის ტყვიებს რის გამოც ნაკლებად ტრავმატულია. ასევე არ არის საჭირო სპეციალური წყალ-გაუმტარი ფორმების ჩაცმა და შესაძლებელია თამაში ჩვეულებრივი ყოველდღიური ტანსაცმლით

- რა არის Airsoft Arena 

✅ კომფორტული სათამაშო/საბრძოლო პოლიგონი თბილისი მოლში, სადაც გართობის მსურველები - უბრალოდ გაერთობიან და საბრძოლო სპორტის მოყვარებულები - იპოვიან იმას რასაც დიდი ხანია ეძებენ - კარგად დაბალანსებულ სათამაშო პოლიგონს, კარგად ორგანიზებული სათამაშო სისტემით სადაც შეიძლება მისვლა, მოკლე დროში ბევრი თამაში - წინასწარ უამრავი ამუნიციის შეძენის და მთელი დღის დაკარგვის გარეშე
რუკა აწყობილია Counter-Strike-ის de_inferno რუკის ბაზაზე, შედეგად მაქსიმალურად იმეორებს რუკის ბალანსს და ტაქტიკურ ხრიკებს, დიახ - ამ კონკრეტული რუკის კომპიუტერზე თამაშის გამოცდილება - ძალიან გამოადგებათ

- რა არის საჭირო სათამაშოდ 

✅ საჭიროა მოხვიდეთ თბილისი მოლში მესამე სართულზე, ან დარეკოთ ტელეფონზე 558 171702 და ჩაეწეროთ.

შეგიძლიათ გეცვათ ისე როგორც ჩვეულებრივ გაცვიათ და თამაშამდე და თამაშის შემდეგ ჩვეულებრივ ისეირნოთ თბილისი მოლში. რეკომენდირებულია გრძელ სახელოიანი მაისური და გრძელ ტოტებიანი შარვალი

უმჯობესია წინასწარ დარეკვა და დაჯავშნა.

- რამდენი ადამიანი თამაშობს Airsoft Arena-ზე 

✅ Airsoft არის გუნდური თამაში. თამაში კარგი გამოდის როგორც 3 კაციანი გუნდებს შორის, ასევე 5 კაციანი გუნდებით, როგორც ორიგინალ counter-strike-შია.

- თამაშის წესები

✅ ტყვიის მოხვედრა ნიშნავს გამოთიშვას ბრძოლიდან და მონაწილეების მიერ წინასწარ არჩეული ფორმატის შესაბამისად (სპორტული ან გასართობი) გამოთიშული მოთამაშე ან დაელოდება რაუნდის დამთავრებას, ან დაბრუნდება თამაშში გარკვეული დროის გასვლის შემდეგ

შემტევი გუნდი (ტერორისტები) იგებენ თუ განსაზღვრულ დროში დადებენ ბომბს და ააფეთქებენ, ან თუ გამოთიშავენ თამაშიდან ყველა მოწინააღმდეგის მებრძოლს

დამცველი გუნდი ("სპეცნაზი") იგებს თუ არ დაუშვა ბომბის დადება/აფეთქება განსაზღვრულ დროში, ან გამოთიშა მოწინააღმდეგის ყველა მებრძოლი თამაშიდან

- უსაფრთხოება და ტრავმები

✅ თვალების და სახის მთლიანად დაცვას უზრუნველყოფს სპეციალური ნიღაბი (წააგავს საფარიკავე მასკებს), ასევე ტანზე ყველა მოთამაშეს აცვია "განტვირთვის ჟილეტი"

მაგრამ ტყვიის მოხვედრა ხანდახან საკმაოდ მწარეა (ბზიკის კბენასავით) - ხშირია მოხვედრები კიდურებში და თითებში

შესაძლოა პატარა ჩალურჯებები(განსაკუთრებით ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში), მაგრამ უმეტესწილად ტანსაცმელში მოხვდრა უბრალოდ იგრძნობა როგორც შეხება ტკივილის გარეშე(დამოკიდებულია მანძილზე, ტანსცმლის ტიპზე, მოხვედრის კუთხეზე და ა.შ.)

ასევე გასათვალისწინებელია რომ როგორც ყველა აქტიურ სპორტში - შესაძლებელია ტრავმები დაუდევრობით (დაცემა, მიჯახება და სხვა)

ზოგადად ყველა მოთამაშე წინასწარ ხელს აწერს უსაფრთხოების დოკუმენტს რომშლიც ხაზგასმულია ყველა მოსალოდნელი თეორიული ზიანი და მოთამაშის თამაშიდან მოხსნის პირობები (განზრახ ვინმეს დაზიანება, მსაჯების დაუმორჩილებლობა, მასკის მოხსნა და ა.შ.)

- რა ღირს

✅ 30 სათამაშო წუთი - ღირს 15 ლარი. ფასში შედის ტრენინგიც, ამუნიციაც, ვიდეო სტრიმინგიც და ა.შ.
ტყვიების რაოდენობა შეუზღუდავია
ზოგადად რეკომენდირებულია ერთი ვიზიტისას ითამაშოთ ჯამში ორჯერ, იმისთვის რო ერთხელ ითამაშოთ თავდასხმაში და მეორედ თავდაცვაში.

- კომპანიებისთვის რა შეთავაზებები გაქვთ

✅ airsoft-ი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება გუნდური შეგრძნების გასაზრდელად, მოითხოვს კომუნიკაციას, წინასწარ დაგეგმვას, ურთიერთ ნდობას და შეტაკების მერე პაუზებისას - გარჩევას, ანალიზს და ახლიდან დაგეგმვას
დიდი ჯგუფებისთვის არის კომფორტული მოსაცდელი და მიმდინარე თამაშის live stream-ი დიდ ეკრანზე

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*******
24/09/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები